Thumbnail

ზედიზედ მე-5 წაგება - ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამში დამარცხდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 0:2 (0:6, 3:6) კონერ ნორი
  • ქართველი ჩოგბურთელის წარუმატებელი სერია გრძელდება

ნიკოლოზ ბასილაშვილის წარუმატებელი სერია გრძელდება - ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც რეიტინგში მე-40-ეა, როტერდამის ATP500-ის ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა. 29 წლის ბასილაშვილი რეიტინგის 65-ე ნომერს, ბრიტანელ კონერ ნორის დაუპირისპირდა და ორ სეტში უშანსოდ წააგო - 0:6., 3:6.

ნიკოლოზს თამაშში დარჩენის შანსი მხოლოდ მე-2 სეტის სტარტზე ჰქონდა, როდესაც მეტოქის მოწოდება მოიგო და 3:1 დაწინაურდა, მაგრამ მას შემდეგ ყველა გეიმი დათმო. ნორიმ ბასილაშვილის ძლევას საათი და 4 წუთი მოანდომა. ქართველმა ჩოგბურთელმა მხოლოდ 2 ეისი შეასრულა და 3-ჯერ ორმაგი შეცდომაც დაუშვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უკვე ზედიზედ მე-5 თამაში წააგო, თან ისე, რომ სეტიც არ მოუგია. მიჯრით მე-4 ტურნირს კი პირველ წრეში გამოეთიშა. ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც 2019 წლის გაზაფხულზე რეიტინგის მე-16 ნომერი იყო, თამაშის მოგება ბოლოს 9 იანვარს, ანტალიის ტურნირზე მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები