Thumbnail

მარტის ბანძუკე | ტოჩინოშინი დაქვეითდა, ბაშო ტოკიოში გაიმართება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

1-ელ მარტს იაპონიის სუმოს ასოციაციამ მარტის რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე) გამოაქვეყნა. ყოფილმა ოძეკი ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) წლის პირველი ბაშო 4-11 ბალანსით დაასრულა და, ბუნებრივია, რეიტინგში დაქვეითდა. 

33 წლის ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა იყო. დღეიდან კი ის აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირაა. მარტის ბაშოზე ორი დიდი ჩემპიონი (იოკოძუნა) იქნება - ჰაკუჰო და კაკურიუ. ოძეკის რანგში იჭიდავებენ: შოდაი, ასანოიამა და ტაკაკეიშო. ტერუნოფუჯი და ტაკანოშო სეკივაკეს რანგში გამოვლენ, ხოლო ტაკაიასუ, მიტაკეუმი და დაიეიშო - კომუსუბის.

კასუგანო ბეიას სუმოისტი ტოჩინოშინი პროფესიულ სუმოში 2006 წლიდან ასპარეზობს. უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში დებიუტი მას 2008 წელს ჰქონდა. ერთხელ მოიგო უმთავრესი პრიზი, იმპერატორის თასი და 7 ბაშოს განმავლობაში ჩემპიონის (ოძეკი) რანგში ჭიდაობდა. ლევანმა სულ 89 ბაშოზე იჭიდავა, მარტის სუპერტურნირი მისთვის 90-ე ბაშო იქნება. 

მარტის (ჰარუ)ბაშო მსოფლიო პანდემიის გამო ტოკიოში, "რიოგოკუ კოკუგიკანში" გაიმართება 14-28 მარტს, თუმცა ბაშოზე მაყურებელი დაშვებულია. როგორც წესი, ჰარუ ბაშოს ქალაქი ოსაკა მასპინძლობს.

კომენტარები

ბოლო ამბები