Thumbnail

ჭიდაობა | ტრიუმფი კიევში - 15 მედალი საერთაშორისო ტურნირზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 15 მედალი (7 ოქრო) კიევის საერთაშორისო ტურნირზე
  • 15-დან 11 მედალი ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების ანგარიშზეა

კიევში სახელოვან უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა მემორიალის ტურნირი გაიმართა, რომელშიც საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა შესანიშნავად იასპარეზეს - ჯამში 15 მედალი მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილიც დაიკავეს. 15-დან 11 მედალი ბერძნულ-რომაული ნაკრების ანგარიშზეა, ხოლო დანარჩენი 4 მედალი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მოიპოვეს.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 10 წონით კატეგორიიდან 8 წონის ფინალში ქართველმა იჭიდავა, ორში კი სულაც ქართული ფინალი შედგა. ამგვარად,ოქროს მედლებს ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), რამაზ ზოიძე (67 კგ), აივენგო რიკაძე (82 კგ) და იაკობ ქაჯაია გახდნენ (130 კგ).

ფინალში იჭიდავეს, მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრა წააგეს და შესაბამისად, ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ჯონი ხეცურიანი (67 კგ), შმაგი ბოლქვაძე (72 კგ), ლაშა გობაძე (87 კგ), გიორგი მელია (97 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ). ბრინჯაოს მედალი კი რამაზ სილაგავამ მოიპოვა (55 კგ). საერთო ჯამში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა საქართველოს 11 მედალი მოუტანეს - 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

ნუგზარ წურწუმიამ კიევში ოქროს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობა

გიორგი იანტბელიძის გუნდმა კიევში 4 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო და 2 ბრინჯაო. უმაღლესი სინჯის მედლები ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და ირაკლი მწითურმა დაისაკუთრეს (92 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლებს გიორგი სულავა (74 კგ) და გივი მაჭარაშვილი (125 კგ) დაეუფლნენ). აღსანიშნავია, რომ თავისუფალი სტილით ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით კიევის ტურნირში გუნდის რამდენიმე ლიდერს მონაწილეობა არ მიუღიათ და მათ სალიცენზიო ტურნირებისა და ევროპის ჩემპიონატის წინ დაისვენეს.

კომენტარები

ბოლო ამბები