Thumbnail

ანტონიო კონტე: ჩემპიონთა ლიგაზე რომ ვიყოთ, შანსი გვექნებოდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ინტერი 3:0 ჯენოა
  • ანტონიო კონტე გუნდის სათამაშო ფორმით კმაყოფილია

სერია A-ს 24-ე ტურში მილანის ინტერმა ჯენოა 3:0 დაამარცხა და სკუდეტოსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. თამაშის შემდეგ "ნერაძურის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ ჯერ მის გუნდს არაფერი მოუგია და კარგად იციან, რომ კიდევ 14 თამაში დარჩა.

"ჯენოა კარგ ფორმაში იყო, მაგრამ ჩვენ სწორი მიდგომა გვქონდა და 3 გოლი გავუტანეთ. ბედნიერები ვართ, რადგან მუშაობამ შედეგი გამოიღო. გუნდი აცნობიერებს თავის შესაძლებლობებს და იზრდება. კარგად ვიცით, რომ სეზონის ბოლომდე კიდევ 14 თამაში დაგვრჩა. როდესაც ინტერში მოვედი სკუდეტოს მოთხოვნა წინასწარ არ ყოფილა. როდესაც ინტერში მწვრთნელი ხარ ან თამაშობ, ყოველთვის გამარჯვებისთვის უნდა ითამაშო. კლუბის ისტორია ძალიან მკაფიოდ მიანიშნებს ყველაფერზე, ამდენი წელია სკუდეტო არ მოგვიგია და ჩემს პირველ სეზონში ძალიან ახლოს ვიყავით. წელს ჩემპიონთა ლიგიდან დაუმსახურებელმა გამოვარდნამ დაგვაფიქრა, რომ საჭირო იყო ყველას შემთხვევაში დონის ამაღლება და მეტი კონკურენტუნარიანობა. ახლა ჩემპიონთა ლიგაზე რომ ვიყოთ, ვფიქრობ, შანსი გვექნებოდა. წინა წლებში იუვენტუსთან უფსკრული 20 ქულაზე მეტიც კი იყო, შარშან ის შევამცირეთ და ახლა უნდა გავაგრძელოთ გამარჯვებისთვის თამაში", - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ინტერი სერია A-ს 56 ქულით ლიდერობს და იუვენტუსს, რომელიც მე-3 ადგილზეა უკვე 10 ქულით უსწრებს, თუმცა ტურინელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ინტერი მომდევნო შეხვედრას ოთხშაბათს, პარმასთან ჩაატარებს.

📺 ინტერი 3:0 ჯენოა [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები