Thumbnail

NCAA-ის BIG WEST-ის კონფერენციაში ალექსანდრე მერკვილაძის კალიფორნიული ნორტრიჯი სტუმრად ბაკერსფილდს ზედიზედ მეორედ ეთამაშა. თუ პირველი მატჩი გუნდმა 26 ქულის სხვაობით წააგო, მეორე დღეს "მატადორებმა" შური იძიეს - 90:87 მოიგეს. ბრწყინვალედ ითამაშა 18 წლის ქართველმა ახალბედამ, მან წაგებულ თამაშში მხოლოდ 8 ქულას მოუყარა თავი, ახლა კი 24 ჩააგდო.

24 ქულა მერკვილაძისთვის სეზონის და, შესაბამისად, კოლეჯთა ლიგის კარიერის, საუკეთესო მიღწევაა. მან 14-დან 9 ნასროლი უწია მიზანს და 4 მოხსნაც მიითვალა. 

"ალექსი პირველ ნახევარში შესანიშნავი იყო, ყველამ მაგრად ითამაშა", - შეაქო ქართველი ფორვარდი ნორტრიჯის მთავარმა მწვრთნელმა მარკ გოტფრიდმა. ეს მერკვილაძის გუნდის მე-9 გამარჯვება იყო სეზონში და მე-5 კონფერენციაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები