Thumbnail

როტერდამის ტურნირს ბასილაშვილი ბრიტანელ მეტოქესთან მატჩით დაიწყებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირზე ითამაშებს
  • 29 წლის ქართველ ჩოგბურთელს ზედიზედ 4 მატჩი აქვს წაგებული

ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ATP-500-ის ტურნირში იასპარეზებს და პირველ წრეში ბრიტანელ კონერ ნორის შეხვდება, რომელმაც ძირითად ბადეში თამაშის უფლება საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვების შედეგად მოიპოვა.

ბასილაშვილი და ნორი ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან. ნიკოლოზი ATP-ს რეიტინგში მე-40 ადგილზეა, ხოლო მისი ოპონენტი 65-ე პოზიციაზე იმყოფება. ამ წყვილში გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე შვეიცარიელი სტან ვავრინკასა და რუსი კარენ ხაჩანოვის დუელში საუკეთესოს დაუპირისპირდება.

ქართველი ჩოგბურთელი ბოლო დროს რეგრესს განიცდის და მიმდინარე წელს საუკეთესო შედეგი ანტალიაში დააფიქსირა, როდესაც 1/4-ფინალამდე მივიდა. 29 წლის ბასილაშვილმა ბოლო გამარჯვება სწორედ ანტალიაში 9 იანვარს მოიპოვა. მას შემდეგ მან 4 თამაში ისე წააგო, რომ სეტიც არ მოუგია.ბოლოს კი 24 თებერვალს, მონპელიეს ტურნირს პირველ წრეში გამოეთიშა. ნიკლოზ ბასილაშვილისა და კონერ ნორის დაპირისპირება 1 მარტს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები