Thumbnail

მე-17 გოლი მიმდინარე სეზონში - მიქაუტაძემ ლიერსს გაუტანა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მიქაუტაძემ თითქმის 3-თვიანი პაუზის მერე გაიტანა
  • 20 წლის ფორვარდის ანგარიშზე 17 გოლია

ბელგიის პროქსიმუს ლიგის 21-ე ტურში სერენი სტუმრად ლიერსს დაუპირისპირდა და 1:0 მოიგო, გამარჯვების გოლი კი ჟორჟ მიქაუტაძემ გაიტანა. 20 წლის თავდამსხმელმა 32-ე წუთზე მეტოქის კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

მიქაუტაძემ 2021 წელს პირველად გაიტანა ოფიციალურ მატჩში. მისი ბოლო გოლი 4 დეკემბრით თარიღდებოდა - ბოლო დროს ცუდი პერიოდი ჰქონდა და არასპორტული წითელი ბარათისთვის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც მოიხადა.


მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 17 გოლი აქვს და ბომბარდირთა რეიტინგში ლიდერს 1 გოლით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ მისი სატრანსფერო უფლებები ფრანგულ მეცს ეკუთვნის და სერენში იჯარით თამაშობს. ის სწორედ საფრანგეთში დაიბადა და ამავე ქვეყნის მოქალაქეა, მაგრამ ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ, რომ სულ მალე მას საქართველოს ნაკრებში ვიხილავთ. რაც შეეხება სერენს: პროქსიმუს ლიგაში 20 თამაშში მოპოვებული 35 ქულით გუნდი მე-2 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები