Thumbnail
  • რობერტ ლევანდოვსკი გერდ მიულერის ისტორიულ რეკორდს უმიზნებს
  • პოლონელს დარჩენილ 11 ტურში მინიმუმ 12 გოლი სჭირდება

შაბათს ბაიერნმა კიოლნი 5:1 გაანადგურა, რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და ბუნდესლიგის 23 ტურის შემდეგ უკვე 28 გოლი აქვს.

ეს იმას ნიშნავს, რომ მიუნხენური გრანდის პოლონელი გოლეადორი კიდევ უფრო მიუახლოვდა ლეგენდარული გერდ მიულერის უნიკალურ რეკორდს და მისი მოხსნის ძალიან კარგი შანსი აქვს.

ვგულისხმობთ იმ რეკორდს, რომლის დამხობაც ათწლეულების მანძილზე შეუძლებელი ჩანდა - 1971/72 წლების სეზონში “ერის ბომბარდირად” წოდებულმა გერდმა ბუნდესლიგის 34 მატჩში 40 გოლის გატანა შეძლო.

პოლონელის შანსები მართლაც ძალიან მაღალია, რადგან ამისათვის დარჩენილ 11 ტურში მინიმუმ 12 გოლი სჭირდება იმისათვის, რომ გერდის სუპერრეკორდი გაიმოროს და თუ 13-ს მაინც გაიტანს, მის რეკორდს მოხსნის.

საინტერესოა, რომ ბუნდესლიგაში 23 ტურის შემდეგ გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდი უკვე ეკუთვნის პოლონელს - 28 გოლი. გერდ მიულერს ლევანდოვსკიმ ეს რეკორდი შარშან გაუმეორა, როცა 23 ტურის შემდეგ უკვე 25 გოლი ჰქონდა გატანილი. იმ გრანდიოზულ სეზონში გერდს 23 ტურის შემდეგ ასევე 25 გოლი გოლი ჰქონდა.


რომელ ფეხბურთელებს ჰქონდათ ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი გოლი 23 ტურის შემდეგ? ამ მხრივ საუკეთესო ხუთეულში მხოლოდ ლევანდოვსკი და გერდ მიულერი არიან და ამ ხუთეულისთვის თვალის ერთი შევლებაც საკმარისია, რომ მიხვდეთ, რამდენად კარგი შანსი აქვს პოლონელ თავდამსხმელს.

საუკეთესო ბომბარდირები ბუნდესლიგის ისტორიაში 23 ტურის შემდეგ:

1. ლევანდოვსკი - 28 გოლი [2020/21]
2. ლევანდოვსკი - 25 გოლი [2019/20]
2. გერდ მიულერი - 25 გოლი [1971/72]
2. გერდ მიულერი - 25 გოლი [1969/70]
5. გერდ მიულერი - 24 გოლი [1972/73]
5. გერდ მიულერი - 24 გოლი [1966/67]

კომენტარები

ბოლო ამბები