Thumbnail

კანელომ ავნი ილდირიმი დაამარცხა და ახალი ბრძოლის თარიღიც გვითხრა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ალვარესმა ავნი ილდირიმი მე-3 რაუნდში შეაჩერა
  • მექსიკელი 8 მაისს დაუმარცხებელ ბრიტანელს - ბილი ჯო სანდერსს შეხვდება

კანელო ალვარესი მაიამიში თურქ მოკრივეს - ავნი ილდირიმს დაუპირისპირდა და ბრძოლა მესამე რაუნდში დაასრულა. ილდირიმის კუთხემ, დაპირისპირების გაგრძელება აღარ ისურვა. როგორც ჩანს, თურქი მებრძოლი, მესამე რაუნდში განცდილმა 'ნოკდაუნმა' შეაჩერა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, კრივის პრომოუტერმა - ედი ჰირნმა მაისში დიდი ბრძოლა დაანონსა. კანელო დაუმარცხებელ ბრიტანელს - ბილი ჯო სანდერსს დაუპირისპირდება. თარიღი ცნობილია - 8 მაისი, ხოლო ლოკაციის შესახებ ინფორმაცია მალე გასაჯაროვდება.

სანდერსი WBO ვერსიით სუპერ-საშუალო წონის ჩემპიონია. თუ კანელო ამ ქამარსაც მოიგებს, ის თავის ოცნებას 'აბსოლიტურ ჩემპიონობას მიუახლოვდება. კიდევ ერთი ქამარი, რომელიც კანელოს სჭირდება ამერიკელი კალებ პლანტის მფლობელობაშია.

"ასეთი რამე ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან არავის უქნია, ზოგადად მსოფლიო მასშტაბითაც სულ რამდენიმე კაცს..." - ამბობს კანელო. "ისიც მხოლოდ საუკეთესოებს. მეც მინდა, რომ საუკეთესო ვიყო და კრივის ისტორიაში ახალი გვერდის დაწერას ვეცდები."

 

კომენტარები

ბოლო ამბები