Thumbnail
  • დინამო თბილისი 1:1 სამგურალი
  • გოლები: 0:1 კუხიანიძე (30), 1:1 გაბედავა (71)

"დინამო არენაზე" დაიწყო საქართველოს რიგით 33-ე ჩემპიონატი. ეროვნული ლიგის პირველ ტურში ჩემპიონმა დინამო თბილისმა ელიტაში აღზევებულ წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა.

30-ე წუთზე კირკიტაძემ მარჯვენა ფლანგზე წამოიწყო სტუმართა კომბინაცია, რომელიც გიორგი მჭედლიშვილმა გააგრძელა და სერგო კუხიანიძემ დაასრულა. ეროვნული ლიგის პირველი გოლის ავტორი სამგურალის 21 წლის ფორვარდია, რომელმაც 2020 წელს სამგურალის მაისურით 7 მატჩში 9 გოლი გაიტანა. დინამო თბილისი თამაშს 71-ე წუთამდე აგებდა, სანამ გიორგი გაბედავამ ანგარიში არ გაათანაბრა. ასე რომ, ჩემპიონატი გიორგი ნემსაძის გუნდმა ქულით დაიწყო. სხვათა შორის, დინამოელთა თავკაცი მსაჯმა გააძევა და მას დისკვალიფიკაცია ელის. 

📺 დინამო თბილისი v სამგურალი [მიმოხილვა]

დინამო თბილისი 1:1 სამგურალი

გოლები: 0:1 კუხიანიძე (30), 1:1 გაბედავა (71)

დინამო თბილისი (3-4-1-2): კვასხვაძე - პაპავა, ბენიო, ხვადაგიანი - სპორკსდეილი, რადინი (66. კასტრო), მექვაბიშვილი (79. მოისწრაფიშვილი), იაშვილი (66. გაგნიძე) - კუცია (57. ქარდავა) - მარუშიჩი, გაბედავა 

სამგურალი (5-4-1): ქვილითაია - მჭედლიშვილი, ქურდაძე, პატარკაციშვილი, ასათიანი, კალანდარიშვილი - კირკიტაძე (77. ახვლედიანი), ფონიავა, ტურე (95. ბუხაიძე), ლეკვთაძე (68. ჩიხლაძე) - კუხიანიძე 

კომენტარები

ბოლო ამბები