Thumbnail
  • ბაკერსფილდი 84:58 კალ სტეიტი
  • ალექსანდრე მერკვილაძე - 8 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი

NCAA-ის BIG WEST-ის კონფერენციაში ალექსანდრე მერკვილაძის კალიფორნიული ნორტრიჯი სტუმრად ბაკერსფილდთან დიდი ანგარიშით დამარცხდა - 58:84. 

კოლეჯთა ლიგის ქართველი ახალბედა კვლავ სასტარტო ხუთეულში იყო, მან 31 წუთში 8 ქულა მოუტანა გუნდს - 6-დან 2 ორქულიანი, 4-დან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზეა 6 მოხნა და 2 პასი. 

სეზონის დასრულებამდე კალ სტეიტს კიდევ სამი მატჩი, უახლოესი კვლავ სტუმრად ბაკერსფილდთან. სეზონში მერკვილაძის გუნდს 8-10 ბალანსი აქვს, კონფერენციაში - 4-7. მიუხედავად ამ უარყოფითი ბალანსისა, 18 წლის ქართველი მძიმე ფორვარდისთვის NCAA-ში წარმატებული სადებიუტო წელია. ალექსი საშუალოდ 8.9 ქულას, 6.3 მოხსნას და 1.2 პასს აკეთებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები