Thumbnail

'გაფიქრებაზე ჟრუანტელი მივლის' - ანტონიო კონტე იტალიის ნაკრებში დაბრუნებაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინტერის თავკაცი ამბობს, რომ ნაკრებიდან შეთავაზებისთვის ყოველთვის გახსნილია
  • 51 წლის იტალიელი სპეციალისტი ეროვნულ გუნდს 2014-16 წლებში უკვე წვრთნიდა

მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე არ გამორიცხავს, რომ იტალიის ნაკრების სათავეში დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ 51 წლის იტალიელი სპეციალისტი ქვეყნის ეროვნულ გუნდს 2014-16 წლებში წვრთნიდა. 

"როდესაც ჩემზე საუბრობენ, ყოველთვის მესმის "მაგრამ". "ის კარგი მწვრთნელია, მაგრამ…" ეს "მაგრამ" სტიმულს მაძლევს. ფეხბურთი ჩემი ვნებაა.

ვაკვირდები მწვრთნელებს, რომლებსაც აქვთ იდეა. როდესაც ფეხბურთელის კარიერა დავასრულე, თავიდან არეცოს გაწვრთნა დავიწყე. როგორც ფეხბურთელმა, ყველაფერი მოვიგე, მწვრთნელმა კონტემ კი ნულიდან დაიწყო. ვისაც დიდ კლუბებში უთამაშია, ფიქრობს, რომ მწვრთნელობასაც შეძლებენ, მაგრამ ეს სულ სხვა რამ არის. 

მირჩევდნენ, რომ არ ჩამებარებინა ინტერი, მაგრამ მიყვარს გამოცდა და ეს ყველაზე რთული გამოცდაა ჩემს კარიერაში. 

არის თუ არა იტალიის ნაკრები დახურული თემა ჩემს სამწვრთნელო კარიერაში? ნამდვილად არა. გაფიქრებაზე ტანში ჟრუანტელი მივლის. იტალიის ნაკრებიდან წინადადების მიმართ ყოველთვის გახსნილი ვარ", - აქვეყნებს კონტეს სიტყვებს იტალიური მედია.

სკუადრა აძურას ამჟამად რობერტო მანჩინი წვრთნის

ანტონიო კონტე მილანის ინტერს 2019 წლის ზაფხულიდან წვრთნის. მანამდე სპეციალისტმა ჩელსიში, იტალიის ნაკრებში, იუვენტუსში და კიდევ რამდენიმე კლუბში იმუშავა. სკუადრა აძურას 2018 წლიდან რობერტო მანჩინი წვრთნის, რომლის ხელმძღვანელობით გუნდი წელს ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

კომენტარები

ბოლო ამბები