- NBA-ს ვარსკვლავმა შვედი ფეხბურთელის კრიტიკა უპასუხოდ არ დატოვა
- 'შორს პოლიტიკისგან' - ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლებრონ ჯეიმსს აკრიტიკებს
ლოს ანჯელეს ლეიკერსის ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა უპასუხოდ არ დატოვა მილანის თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ სპორტსმენები პოლიტიკაში არ უნდა ერეოდნენ.
"არასდროს მოვეშვები საუბარს იმაზე, რაც არასწორად მიმაჩნია. გამოვდივარ ჩემი ადამიანების, თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის დასაცავად. გამოვდივარ რასიზმის, ამომრჩევლებზე ზეწოლისა და იმ პრობლემების წინააღმდეგ, რაც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს.
ჩემს სკოლაში 300 ბავშვი სწავლობს, რომლებიც ყველა ამ პრობლემას ეჯახებიან. მათ სჭირდებათ ხმა და მათთვის ეს ხმა მე ვარ. ვიყენებ საკუთარ სტატუსს, რათა დღის სინათლეზე გამოვიტანო არა მხოლოდ ის, რაც ჩემს გარშემო, არამედ რაც ამ ქვეყანაში და მთლიანად მსოფლიოში ხდება.

არასდროს შემოვიფარგლები მხოლოდ სპორტით, რადგან ვიაზრებ, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩემი ხმა. ღიმილის მომგვრელია ზლატანისგან ამის მოსმენა, რომელიც 2018 წელს, როდესაც შვედეთში დაბრუნდა, იმავე თემებს ეხებოდა. ის საუბრობდა რასიზმზე თავის გვართან დაკავშირებით (თავის დროზე იბრაჰიმოვიჩმა შვედური მედია მის მიმართ ფარულ რასიზმში დაადანაშაულა) და ამავდროულად, თამაშობდა ფეხბურთს. იყო თუ არა იგივე? ვფიქრობ, რომ იყო.
არ ვარ ის ადამიანი, ვისაც თავს უნდა დაესხას, რადგან მე საშინაო დავალებას ვასრულებ", - აქვეყნებს ლებრონის სიტყვებს ამერიკული მედია.
ლოს ანჯელეს ლეიკერსის 34 წლის ვარსკვლავი, რომელიც NBA-ს ოთხგზის და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, პოლიტიკური განცხადებებით ხშირად გამოდის. აშშ-ის პრეზიდენტის ბოლო არჩევნებში, რომელიც გასული წლის შემოდგომით გაიმართა, ის დემოკრატების კანდიდატის ჯო ბაიდენის მხარდამჭერი იყო, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მკაცრად აკრიტიკებდა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანის ღირსებას იცავს. 39 წლის შვედმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში ჩატარებულ 13 მატჩში 14 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
კომენტარები