- ბრუკლინ ნეტსის ფორვარდი ყველა ვარსკვლავის მატჩში ტრავმის გამო ვერ ითამაშებს
- კევინ დურანტის ადგილს ინდიანა პეისერსის ცენტრი დომანტას საბონისი დაიკავებს
- 'დაჩაგრული' საბონისი - ბითაძის თანაგუნდელის უსიამოვნო რეკორდი
- ჰარდენიც იქნება და პოლიც - ALL STAR-ზე სათადარიგოთა ვინაობა გაირკვა
- ALL STAR-ის სასტარტო ხუთეულები ცნობილია - კაპიტნებიც დასახელებულია
ბრუკლინ ნეტსის ფორვარდი კევინ დურანტი "ყველა ვარსკვლავის მატჩში", რომელშიც ერთ-ერთი გუნდის კაპიტანი უნდა ყოფილიყო, არ ითამაშებს. ამის მიზეზი მუხლის ტრავმაა, რომლის გამოც ის მინიმუმ 11 მარტამდე მოედანზე ვერ გავა.
NBA-ს კომისიონერის, ადამ სილვერის გადაწყვეტილებით, კევინს ინდიანა პეისერსის ცენტრით, დომანტას საბონისით შეცვლიან, რომელიც "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობას კარიერიაში მეორედ მიიღებს. აღმოსავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეულში დურანტის ადგილს ბოსტონის ფორვარდი ჯეისონ ტეიტუმი დაიკავებს.
ბრუკლინის განცხადების თანახმად, ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ დურანტს გაცილებით დიდი დრო დასჭირდება ფეხის ტრავმის მოსარჩენად და შესაბამისად, კალათბურთელი “ყველა ვარსკვლავის მატჩს” გამოტოვებს. ამასთან, ბრუკლინში იმედოვნებენ, პაუზა ხანგრძლივი არ იქნება და კევინ მწყობრში ჩადგომას მალე შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ALL STAR-ის უიქენდი მხოლოდ ერთდღიანი იქნება და ის ატლანტაში გაიმართება. "ყველა ვარსკვლავის მატჩი" 7 მარტს (თბილისის დროით 8 მარტს ღამით) ჩატარდება.
კევინ დურანტი მიმდინარე სეზონში თამაშში საშუალოდ 29,0 ქულას, 7,3 მოსხნას და 5,3 პასს ითვლის. ლიეტუველი დომანტას საბონისის საშუალო სტატისტიკა 21,5 ქულა, 11.7 მოხსნა და 5,7 პასია.
კომენტარები