Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებში 4 დებიუტანტი მორაგბე გამოჩნდა
  • ლევან მაისაშვილმა რაგბი ევროპის მატჩებისთვის 32 მორაგბე გამოიძახა

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ის 32 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ოთხი თამაშისთვის მოემზადებიან.

'ბორჯღალოსნები' პირველ ოთხ შეხვედრას მარტში გამართავენ და მათგან სამს სტუმრად – 6 მარტს, საქართველოს დროით 19 საათზე პორტუგალიასთან ლისაბონში ითამაშებენ; 14 მარტს 15:45 საათზე ესპანეთს მადრიდში ესტუმრებიან, ხოლო 20 მარტს 15 საათზე რუსეთს კალინინგრადში დაუპირისპირდებიან. საქართველო 27 ან 28 მარტს რუმინეთს უმასპინძლებს, ხოლო ტურნირის დასკვნით მატჩს 26 ან 27 ივნისს ასევე შინ, ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულთან ჩაატარებს.

გაფართოებულ შემადგენლობაში ოთხი უკეპო მოთამაშეა. მათგან ორი ბურჯია – რასინგ 92-დან გია ხარაიშვილი და ბოლნისის ‘ყოჩებიდან’ ნიკა აბულაძე. შეკრებაზე ადრეც ყოფილან, თუმცა სანაკრებო კვართით ჯერ არ უთამაშიათ ‘ბრივის’ მესამეხაზელ ირაკლი ცხადაძეს და ‘აიას’ მგეზავ გიორგი ბაბუნაშვილს. ლევან მაისაშვილის გუნდი მზადებას შევარდენის სარაგბო ბაზაზე გაივლის.

შერკინება

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (18 კეპი, 5 ქულა), ბექა გიგაშვილი (19 კეპი, 5 ქულა), გია ხარაიშვილი (უკეპო), გიორგი მელიქიძე (23 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (უკეპო);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (79 კეპი, 50 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (62 კეპი, 15 ქულა), გიორგი ჭყოიძე (14 კეპი, 5 ქულა);

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი (27 კეპი), ლაშა ჯაიანი (7 კეპი), გიორგი ჯავახია (5 კეპი), დავით გიგაური (7 კეპი, 5 ქულა);

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი (61 კეპი, 60 ქულა), ბექა საღინაძე (18 კეპი, 15 ქულა), ირაკლი ცხადაძე (უკეპო), მიხეილ გაჩეჩილაძე (13 კეპი, 10 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (5 კეპი);

უკანა ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (57 კეპი, 45 ქულა), გელა აფრასიძე (30 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (1 კეპი); თედო აბჟანდაძე (21 კეპი, 129 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა); მერაბ შარიქაძე (72 კეპი, 60 ქულა), აკა ტაბუცაძე (8 კეპი, 30 ქულა), დემე თაფლაძე (6 კეპი, 5 ქულა), მირიან მოდებაძე (14 კეპი, 30 ქულა), გიორგი კვესელაძე (29 კეპი, 25 ქულა), სანდრო თოდუა (89 კეპი, 65 ქულა), სანდრო სვანიძე (1 კეპი), სოსო მათიაშვილი (30 კეპი, 152 ქულა), დავით ნინიაშვილი (3 კეპი).

კომენტარები

ბოლო ამბები