Thumbnail

ბრალდებები ტყემალაძის მხარდამჭერებს - წიქარიძის განცხადება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

სარაგბო კლუბ წიქარას წარმომადგენელი ნიკოლოზ წიქარიძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის, იოსებ ტყემალაძის მხარდამჭერებს კლუბებზე ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ გარე ძალები აქტიურად არიან ჩართულნი სარაგბო ოჯახის ნგრევაში, რასაც სპორტის ეს სახეობა კატასტროფამდე მიჰყავს.

'მე გიდასტურებთ, ბატონო სოსო, იყო გაუგონარი ზეწოლა და არაადამიანური მოპყრობა, რაც საავადმყოფოში, შეუძლოდ მყოფი ადამიანის იძულებაში გამოიხატა! და ამ ბინძურმა სვლამ თავისი შედეგი უკვე გამოიღო - თენგიზ გოცირიძეს, კაცს, რომელმაც თავისი ცხოვრების 11 წელი რაგბის კლუბს და მომავალ თაობას მიუძღვნა, დღეს რაგბის ხსენებაც აღარ უნდა'', - წერს ნიკოლოზ წიქარიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირში პრეზიდენტი ისევ ვერ აირჩიეს. ქვორუმი არ შედგა, ხოლო 'წიქარას' პრეზიდენტმა თენგიზ გოცირიძემ მთავარ არხთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ მას საავადმყოფოში მიაკითხეს და მინდობილობის ნოდარ ლიპარტელიანზე გადაცემა სთხოვეს, რათა მის ნაცვლად ხმა მიეცათ.

ღია წერილი რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატს სოსო ტყემალაძეს ბატონო სოსო, მიუხედავად ორჯერადი პირდაპირი...

Posted by Nikoloz Tsikaridze on Friday, February 26, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები