Thumbnail

მერვედფინალის ყველა მონაწილე ცნობილია - რომამ ბრაგა დაჩაგრა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ევროპალიგის ყველა მერვედფინალისტის ვინაობა ცნობილია
  • მილანი ცრვენა ზვეზდას ძლივს გასცდა, რომამ ბრაგას მარტივად აჯობა

ევროპალიგის 1/16 ფინალურ ეტაპის საპასუხო მატჩების შემდეგ, ყველა მერვედფინალისტის ვინაობა გაირკვა. პირველი სესიაში რამდენიმე საინტერესო მატჩი ჩატარდა, ხოლო მეორე სესიაში კიდევ უფრო დაძაბული შეხვედრები ვიხილეთ.

მილანმა ცრვენა ზვეზდასთან ფრედ 1:1 ითამაშა. დეიან სტანკოვიჩის გუნდმა ''სან სიროზე'' მაგრად ითამაშა და ქომაგთა დიდი პატივისცემაც დაიმსახურა. მილანი კესიეს პენალტით დაწინაურდა, მაგრამ გოლი მალევე გაუშვა. ბენ ნაბუეინმა წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა კიდევ უფრო დაძაბული გახდა. სტანკოვიჩის გუნდმა რამდენიმე მაგარი მომენტი შექმნა და მილანის კარში გოლი რამდენჯერმე გარდაუვალიც ჩანდა, თუმცა ბურთი ხან ხარიხას ხვდებოდა, ხან დონარუმა თამაშობდა კარგად. როსონერი მერვედფინალში გავიდა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ იტალიური გუნდს ასეთი ფეხბურთით ნებისმიერ მეტოქესთან თამაში გაუჭირდება.

რომა მომდევნო ეტაპზე მარტივად გავიდა. მათ ბრაგას 3:1 სძლიეს და ორი მატჩის ჯამში 5:1 გაიმარჯვეს. ჯეკომ და მაიორალმა 2 მატჩიან დუელში 2-2 გოლი გაიტანეს, ერთი გოლით კარლეს პერესი გამოირჩა, ხოლო ბრაგას მხრიდან გოლიც რომაელთა ანგარიშზეა - კრისტანტემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

ბრიუგე 0:1 დინამო კიევი

გოლი: 0:1 ბუიალსკი (83)

მანჩესტერ იუნაიტედი 0:0 სოსიედადი

ლესტერი 0:2 სლავია

გოლები: 0:1 პროვოდი (49), 0:2 სიმა (79)

დინამო ზაგრები 1:0 კრასნოდარი

გოლი: 1:0 ორშიჩი (31)

ბაიერი 0:2 იანგ ბოიზი

გოლები: 0:1 სიბაჩო (47), 0:2 ფასნახტი (86)

პსვ 2:1 ოლიმპიაკოსი

გოლები: 1:0, 2:0 ზაჰავი (23, 44), 2:1 კოკა (88)

კომენტარები

ბოლო ამბები