Thumbnail
  • ოლიმპიაკოსი 74:75 ცსკა
  • თორნიკე შენგელია: 8 ქულა, 4 მოხსნა

თორნიკე შენგელია 3-კვირიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, რომლის დროსაც მან ორი სანაკრებო მატჩიც გამოტოვა, კალათბურთს დაუბრუნდა. მოსკოვის ცსკა-მ სტუმრად 75:74 დაამარცხა ოლიმპიაკოსი. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 22 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 7 იყო. მან ბურთი 2-ჯერ დაკარგა. 

რუსული კლუბი მატჩის ფავორიტი იყო, ერთ ეპიზოდში 25 ქულის სხვაობითაც იგებდა, მაგრამ ბოლო მეოთხედში თითქმის გაჩერდა და ბერძნული კლუბი წინაც გავიდა. ბოლო წამებზე პრინტეზისს რომ წაეგო, საოცარ შემოტრიალებას ვიხილავდით. 

ევროლიგაში ცსკა-მ 25-დან 17 მატჩი მოიგო და მე-2 პოზიციაზეა. 2 მარტს შენგელია და კომპანია ისრაელში მაკაბის შეხვდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები