Thumbnail

1 000 ქულა, რეგიონის ჩემპიონობა და სიმბოლური - ავალიანის სუპერსეზონი ამერიკაში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

17 წლის ლუკა ავალიანი აშშ-ის High school-ის (უმაღლესი სკოლა), უოლტონ რეიდერსში ბრწყინვალედ თამაშობს. დღეს ის რეგიონის პირველ სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს. სულ მისი გუნდიდან სამი მოთამაშე მოხვდა რეგიონის სიმბოლურ გუნდებში - ლუკა და დილან პამპინი პირველ ხუთეულში, ხოლო ლუკ ფლინი - მეორეში.

რეიდერსი რეგიონის ჩემპიონია - ლუკა მარჯვნიდან მე-4

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ლუკამ უოლტონ რეიდერსის მაისურით კარიერაში მე-1000 ქულა ჩააგდო (სამ არასრულ სეზონში), ხოლო მისი გუნდი რეგიონის ჩემპიონი გახდა. ეს ამ სკოლის ისტორიაში 32-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოხდა. რეიდერსმა რეგულარული სეზონი 19-5 ბალანსით დაასრულა და პლეი ოფში პირველი ნომრით მოხვდა.

რეგულარულის ბოლო მატჩში ავალიანის გუნდმა მარიეტა 45:40 დაამარცხა. ქართველმა უკანახაზელმა 12 ქულა ჩააგდო. სეზონის განმავლობაში ის გუნდის ლიდერი იყო ქულების რაოდენობით. ერთ-ერთ შეხვედრაში ლუკამ 22 ქულა ჩააგდო გუნდის 48-დან, ის შეხვედრა კი მისმა გუნდმა ნორზ პოლდინგს 7 ქულის სხვაობით მოუგო. 

სამწუხაროდ, დღეს რეიდერსი პლეი ოფში ნიუნენთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა 48:50 დამარცხდა და სეზონი დაასრულა. მატჩის დასრულებამდე 7 წამით ადრე ლუკამ ბრწყინვალე შესვლით გაათანაბრა - 48:48, მაგრამ მეტოქემ ბოლო წამზე გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო და რეგიონის ჩემპიონშიპიდან უოლტონი გამოაგდო. 

📺 ლუკა ავალიანის შესვლა ბოლო წამებზე 

არადა ტაიმი რეიდერსმა 6 ქულის სხვაობით მოიგო (სწორედ ამდენი მოაგროვა ქართველმა კალათბურთელმა პირველ ტაიმში). პლეი ოფის ჩათვლით ლუკას გუნდმა სულ 20 მატჩი მოიგო.

📺 ლუკა ავალიანის ჰაილაითები

ამერიკული მედიის ინფორმაციით, 17 წლის კალათბურთელს კოლეჯთა ლიგის (NCAA) კლუბები აკვირდებიან. ის უკანახაზელისთვის საკმაოდ მაღალია ამ ასაკში (193 სმ) და ფარქვეშ შესვლებით გამოირჩევა. ცნობილია, რომ მას იწვევს NCAA-ს გუნდი სევანი ტაიგერსი (The University of the South). ლუკა ავალიანი ატლანტაშია დაბადებული, მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს.  

კომენტარები

ბოლო ამბები