Thumbnail

6 ერის მატჩი აღარ ჩატარდება - საფრანგეთის რაგბის ნაკრებში ეპიდემიაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • კორონავირუსით 'მამლების' უკვე 11 მოთამაშეა ინფიცირებული
  • ამგვარად, მომდევნო ტურში მხოლოდ 2 მატჩი ჩატარდება

6 ერის მოახლოებულ ტურში ტრადიციული 3 მატჩის ნაცვლად მხოლოდ 2 თამაში გაიმართება და ამის მიზეზი ისევ და ისევ კორონავირუსია. ამჯერად, პანდემიამ საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრები აზარალა, სადაც შოტლანდიასთან შერკინების წინ, ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა. აი, რას ვკითხულობთ ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში:

“6 ერის სპეციალურმა ჯგუფმა, რომელიც ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აკვირდება, სპეციალური შეხვედრა გამართა და ფრანგების ბანაკში შექმნილი ვითარება განიხილა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საფრანგეთისა და შოტლანდიიის ნაკრებთა მატჩის გადატანის შესახებ. ჩვენ ვიმუშავებთ ტურნირის კალენდრის შეცვლაზე და ახალ თარიღს მოგვიანებით შემოგთავაზებთ”.

შეგახსენებთ, რომ მომავალი მატჩი პარიზულ სენ დენიზე 28 თებერვალს იყო დაგეგმილი, თუმცა, სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც კორონავირუსით “მამლების” 11 მორაგბე, 2 მწვრთნელი და ტექნიკური პერსონალის წარმომადგენელი დაავადდა. ამგვარად, 6 ერის მე-3 ტურში 2 მატჩიღა ჩატარდება. 27 თებერვალს რომში იტალია და ირლანდია ითამაშებენ, კარდიფში კი – უელსი და ინგლისი. ამ დროისთვის შეჯიბრს 2-2 მოგებით საფრანგეთი და უელსი ლიდერობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები