Thumbnail

ESPN-მა NCAA-ს 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელობის კანდიდატების სია გამოაქვეყნა. Big East-ის კონფერენციის საუკეთესო მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი სეტონ ჰოლის თავკაცი კევინ უილარდია, რომლის ლიდერიც სანდრო მამუკელაშვილია.

სეტონ ჰოლმა დარჩენილი ორივე მატჩი უნდა მოიგოს, თუ ჩემპიონშიპში თამაში სურს

"მიუხედავად იმისა, რომ ბრაის აიკენი, სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე დაკარგა, ვილიარდის გუნდი კონკურენტუნარიანი დარჩა კონფერენციაში. სეზონის წინ სეტონ ჰოლს მე-5 ადგილს უწინასწარმეტყველებდნენ კონფერენციაში, გუნდი უკეთ თამაშობს. ჩვენ ვუყურებთ სანრო მამუკელაშვილის ვარსკვლავად ქცევის პროცესს", - წერს ESPN.

სანდრო მამუკელაშვილი 2020/21 წლების სეზონში საშუალოდ 17.8 ქულას, 7.1 მოხსნასა და 3.1 პასს აკეთებს. Big East-ის კონფერენციის მოთამაშეთა რეიტინგში სანდრო პირველ ადგილზეა 81.32 ქულით. 

სეტონ ჰოლს სეზონში 13-10 ბალანსი აქვს, კონფერენციაში 10-7. ჯერჯერობით უცნობია მოხვდება თუ არა სანდროს გუნდი NCAA-ს ჩემპიონშიპში. 3 მარტს რეგულარული სეზონის ბოლოსწინა მატჩში ქართველი ფორვარდის გუნდი კონექტიკუტს მასპინძლობს. პირველად სეზონში მატჩზე 1 200 გულშემატკივარია დაშვებული. სეზონს გუნდი 6 მარტს სენტ ჯონსთან სტუმრად დაასრულებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები