Thumbnail

ფეკალია რონალდოს თავზე | არტურო ვიდალის უხამსი რეაქციები რეალი-ბაიერნის მატჩზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მიუნხენის ბაიერნის 30 წლის ნახევარმცველის instagram ყურადღების ცენტრში მოექცა
  • ჩილელი, რომელიც მატჩს ტრავმის გამო ტოვებდა, მსაჯობასა და რეალის მოგებას გამოეხმაურა

მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველი არტურო ვიდალი პირდაპირი ადამიანია - არასდროს ერიდება თავისი აზრების ღიად გამოთქმას, რაოდენ უხეშიც უნდა იყოს ის. ჩილელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სტუმრად რეალთან ტრავმის გამო ვერ ითამაშა და თავისი გუნდის მარცხს ტელევიზორში უყურა, სოციალურ მედიაში აქტიურობით გამოირჩა.

მადრიდის რეალმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" მიუნხენის ბაიერნთან შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულა და ორი მატჩის ჯამში (4:3) ტურნირის ფინალში გავიდა.

30 წლის ჰავბეკმა თავის ინსტაგრამზე ჯერ კიდევ თამაშამდე გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც რესურსმა Bleacher Report-მა რეალი-ბაიერნის დაპირისპირებას მიუძღვნა. ოღონდ, ვიდალმა სურათზე ერთი ცვლილება შეიტანა - "სამეფო კლუბის" ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს სახეზე ფეკალიის ემოჯი "მიახატა".

სინამდვილეში რა იყო ვიდალის განზრახვა - კრიშტიანოს შეურაცხყოფა თუ ფოტორედაქტორში შესაძლებლობების დემონსსტრირება, რთული სათქმელია, მაგრამ ჩილელის "შემოქმედებას" Twitter-ში უმალ მოჰყვა კომენტარები:  

მაგრამ არტუროს მთავარი ვნებათაღელვა თურმე წინ ელოდა - მას შემდეგ, რაც არბიტრმა ჩუნეით ჩაქირმა მარსელოს მიერ ხელით თამაში ვერ შენიშნა და ბაიერნის სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნა, ვიდალი ჭკუიდან გადავიდა. 

"იგივე! პენალტი! განავალი!", - დაწერა ვიდალმა Instagram-ში ეპიზოდის ამსახველ ფოტოზე. თამაშის დასრულების შემდეგ კი იმედგაცრუებულმა არტურომ უკვე რეალის მოზეიმე ფეხბურთელების სურათი გამოაქვეყნა წარწერით - "ვირთხები". 

► 6 თვალი და 1 ხელი - როგორ ვერ დაინახეს მსაჯებმა ეს მომენტი?

კომენტარები

ბოლო ამბები