Thumbnail

კოვიდ-აფეთქება ინტერში - 5 დადებითი შემთხვევა იტალიურ გრანდში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ინტერის პერსონალში COVID-19 ხუთ ადამიანს აღმოაჩნდა
  • გუნდის მთლიანი შემადგენლობა კარანტინშია

მილანის ინტერში კორონავირუსის ეპიდემია გავრცელდა. დღეს ჩატარებული ტესტების პასუხების შემდეგად 5 დადებითი შემთხვევა გამოვლინდა. ოთხი მათგანის ვინაობა ცნობილია, ერთი ინფიცირებულის შესახებ კი იტალიური გრანდის ვებგვერდი ინფორმაციას არ ასაჯაროვებს.

"აღმასრულებელი დირექტორები ჯუზეპე მაროტა და ალესანდრო ანტონიელი, სპორტული დირექტორი პიერო აუზილიო, კლუბის იურისტი ანჯელო კაპელინი და ტექნიკური პერსონალის წევრი კორონავირუსით ინფიცირებულნი არიან", - აღნიშნა "ნერაძურის" განცხადებაში.

ინტერი მთელი შემადგენლობით, პროტოკოლის თანახმად, "აპიანო ჯენტილეს" ბაზაზე კარანტინში იმყოფება. მილანური გუნდი 28 თებერვალს სერია A-ს 24-ე ტურში ჯენოას უნდა დაუპირისპირდეს. ცხადია, თუ ვირუსი ფეხბურთელებს შორისაც არ გავრცელდება, თამაშის ჩატარებას საფრთხე არ დაემუქრება.

კომენტარები

ბოლო ამბები