Thumbnail
  • IOC-ის პრეზიდენტი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას ისევ აკრიტიკებს
  • თომას ბახის განცხადებით, სპორტის ამ სახეობის ოლიმპიური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი ძალოსნობის მსოფლიო ფედერაციას (IWF) ფაქტობრივად ოლიმპიური თამაშებიდან მოკვეთით დაემუქრა! ახალი განცხადებებით მან IWF-ზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა და ძალოსნობის ხელმძღვანელობას ძირეული ცვლილებებისკენ მოუწოდა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი

“შექმნილი სიტუაცია სულ უფრო და უფრო სერიოზული ხდება. აღმასრულებელ კომიტეტში ყველა ძალიან ღელავს იმის გამო, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მენეჯმენტსა და კულტურაში, მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ხდება,” - განაცხადა ბახმა.

მისი თქმით, თუკი უახლოეს მომავალში ძალოსნობის მსოფლიო ფედერაცია IOC-ის აღმასკომის მიერ წამოჭრილი პრობლემების განხილვას და მათ გადაჭრას არ შეუდგება, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აუცილებლად გადახედავს ძალოსნობის ადგილს პარიზის 2024 წლის თამაშებზე და ზოგადად კითხვის ნიშანი დაესმება ძალოსნობის ოლიმპიურ მომავალს.

ლაშა ტალახაძე ძალოსნობის მთავარი ვარსკვლავი და რეკორდსმენია

ცნობილია, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას ბოლო დროს ძალიან ხშირად აკრიტიკებენ. სკანდალური პრეზიდენტი ტამაშ აიანი გასული წლის აპრილში გადადგა, როცა მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) გააკრიტიკა. ოქტომბერში, IWF-მა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ მოწონებული დროებითი პრეზიდენტი ურსულა პაპანდრეაც გადააყენა.

კომენტარები

ბოლო ამბები