Thumbnail

ტრაგედია ბრაზილიაში - ალისონის მამა დრამატულ ვითარებაში გარდაიცვალა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ალისონის მამა 57 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ჟოზე აგოსტინო ტბაში დაიხრჩო

ინგლისური ლივერპულისა და ბრაზილიის ნაკრების მეკარის, ალისონ ბეკერის მამა, ჟოზე აგოსტინო ბეკერი გარდაცვლილი იპოვნეს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ის დასასვენებელ სახლთან ახლოს ტბაში დაიხრჩო.

57 წლის აგოსტინოს ცხედარი ოთხშაბათ საღამოს აღმოაჩინეს. ბეკერი რიო გრანდე დე სულის მუნიციპალიტეტში ბრაზილიის დროით დაახლოებით 17:00 საათზე გაუჩინარდა და მისი ცხედარი 22:00 საათისთვის იპოვნეს. ლავრას პოლოციის ცნობით, მამაკაცი წყალში ჩავარდნის შედეგად დაიხრჩო.

ალისონს უფროსი ძმა ჰყავს, მურიელი, რომელიც ასევე პროფესიონალი მეკარეა და ფლუმინენსეში თამაშობს. ბრაზილიურმა კლუბმა სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილიც გაავრცელა:

"საფეხბურთო კლუბი ფლუმინენსე მწუხარებას გამოთქვამს ჟოზე აგოსტინო ბეკერის, მეკარეების, მურიელისა და ალისნოს მამის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს".

კომენტარები

ბოლო ამბები