Thumbnail
  • მოსკოვის ცსკა-ს ქართველმა კალათბურთელმა ტრავმა მოიშუშა
  • თორნიკე შენგელიამ მუხლის ტკივილის გამო სანაკრებო მატჩებიც გამოტოვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ტრავმა მოიშუშა და მოსკოვის ცსკა-ს მაისურით ევროლიგის მორიგ ტურში სათამაშოდ მზადაა. ამის შესახებ რუსული გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება:

“ცსკა-ს სამწვრთნელო შტაბმა თავის განკარგულებაში ისევ მიიღო თოკო შენგელია, რომელსაც მუხლის ტკივილი აღარ აწუხებს. სამწუხაროდ, ტრავმიანობა გუნდს მაინც არ ეშვება. ისევ დაშავდა დენიელ ჰეკეტი, ნიკოლა მილუტინოვი კი მხარზე გაკეთებული იპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის და ცნობილია, რომ მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს”.

შენგელია გუნდთან ერთად უკვე საბერძნეთში იმყოფება, სადაც დღეს პირეოსის ოლიმპიაკოსთან დაპირისპირებაა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი ზედიზედ 9 მატჩია ორნიშნა ციფრს დაბლა არ ჩამოსულ და ცხადია, ის წარმატებული სერიის გაგრძელებას დღესაც ეცდება. აი, რა თქვა მან ოლიმპიაკოსთან მატჩის წინ:

“ძლიერ მეტოქესთან თამაში გველის. ვიცით, რომ ისინი ხისტად ირჯებიან და მიუხედავად იმისა, ტაბლოზე რა ანგარიშია დაფიქსირებული, ბოლომდე იბრძვიან. ოლიმპიაკოსი 40 წუთი დიდ ბრძოლას გაგვიმართავს, ასე რომ, რთულ შეხვედრა იქნება. თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ და სათამაშოდ მზად ვარ”.

შეგახსენებთ, რომ ცსკა-ს 16 მოგება და 8 მარცხი აქვს და ევროლიგაში მე-2 ადგილი უკავია, ოლიმპიაკოსი კი 11 გამარჯვებითა და 14 მარცხით მხოლოდ მეცამეტეა და დიდია შანსი, მიმდინარე სეზონში პლეი-ოფს მიღმა დარჩეს. ამ დროისთვის, შენგელიას საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 24:38 წუთი, 10.8 ქულა, 4.8 მოხსნა, 2.3 პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები