Thumbnail

მიზანი ოლიმპიადაა - ახალი წყვილი ქართულ ფიგურულ ციგურაობაში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი აქამდე რუსეთის სახელით ასპარეზობდნენ
  • ისინი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვლენ, რომელიც 24 მარტს სტოკჰოლმში აიღებს სტარტს

ქართველ მოციგურავეთა გუნდს ახალი სპორტული წყვილი შეემატა ანასტასია მეტელკინასა და დანიილ პარკმანის შემადგენლობით, რომლებიც აქამდე რუსეთის სახელით ასპარეზობდნენ.

როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია იუწყება, აღნიშნულმა წყვილმა რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ჩემპიონატზე დასაშვებად, საერთაშორისო საციგურაო კავშირის მიერ დადგენილი მინიმალური ტექნიკური ქულა აიღო, როგორც – მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამაში. აღნიშნულის წყალობით, მეტელკინამა და პარკმანმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებისა და 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე საგზურისათვის ბრძოლის უფლება მოიპოვეს.

მსოფლიოს პირველობა ერთ თვეში, 24 მარტს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში აიღებს სტარტს და ეს, ეპიდემიით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, პირველი მნიშვნელოვანი ტურნირი იქნება. მომავალ შეჯიბრს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც მოციგურავეთა სპორტული ფორმისა და რეიტინგის დასადგენად, ასევე 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზიების მოპოვებისათვის.

კომენტარები

ბოლო ამბები