Thumbnail

თბილისის მერიის თასი: გრასრუტმა კალაძის, იაშვილის და სირაძის გოლებით მოიგო

  • სამოყვარულო ლიგაში თბილისის მერიის თასის მე-2 ეტაპი გაიმართა
  • გულშემატკივრებმა უხვგოლიანი და საინტერესო მატჩები იხილეს

სამოყვარულო ლიგაში თბილისის მერიის თასის მე-2 ეტაპი გაიმართა. სასტარტო მატჩი მარაკანას სტადიონზე შედგა, სადაც 35-ე თბილისი ირაოს დაუპირისპირდა. ორივე გუნდმა შემტევ ფეხბურთზე გააკეთა აქცენტი და სახიფათო მომენტები ორივე კართან შეიქმნა. ფრედ, 2:2 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, რომელშიც 35-ე თბილისის ფეხბურთელებმა 4:3 გაიმარჯვეს.

უხვგოლიანი და საინტერესო მატჩი შედგა ბასიანსა და გორგიას შორის. აღსანიშნავია ბასიანის შემტევის, თეიმურაზ ხარჩილაძის შესანიშნავი თამაში, რომელმაც ჰეთ-თრიკი გაიფორმა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში. ბასიანმა გორგია 5:3 დაამარცხა და თბილისის მერიის თასის მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

მერიის თასის მე-2 ეტაპი

მერიის თასის მე-2 ეტაპი

მერიის თასის მე-2 ეტაპი

მერიის თასის მე-2 ეტაპი

მერიის თასის მე-2 ეტაპი

მერიის თასის მე-2 ეტაპი

მერიის თასის მე-2 ეტაპი

გლდანი – ჯითისის დაპირისპირება ინციდენტით დაიწყო: შეხვედრის მე-5 წუთზე მთავარმა არბიტრმა გლდანის კაპიტანი უჩა ხმალაძე გააძევა მოედნიდან და პენალტი დანიშნა. 10 ფეხბურთელის ამარა დარჩენილ გლდანს ჯითისიმ პირველ ტაიმში 3 უპასუხო გოლი გაუტანა. მეორე ტაიმი განსხვავებული სცენარით წარიმართა -. გლდანის ფეხბურთელებმა 3-ბურთიანი ფორა აღმოფხვრეს, თერთმეტრმეტრიანებიც უკეთ შეასრულეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. 

ბასა – დინამო სოხუმის დაპირისპირებაში 3 გოლი გავიდა და სამივე ერთი გუნდის კარში. ბასამ დამაჯერებლად დაამარცხა მეტოქე და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. გამარჯვებული გუნდიდან გამორჩეული იყო გიორგი მოდებაძე. 

კახორიმ ვაზისუბანი 1975 2:0 დაამარცხა და თბილისის მერიის თასის მომდევნო ეტაპზე იასპარეზებს.

ძალიან საინტერესო მატჩი შედგა გრასრუტსა და ვაკეს შორის. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გრასრუტმა 4:2 დაამარცხა მეტოქე. დუბლი შეასრულა კახი კალაძემ, თითო გოლი კი ალექსანდრე იაშვილმა და დავით სირაძემ გაიტანეს. იაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

სასამართლომ 4 უპასუხო გოლი გაუტანა დელ მარის და დამაჯერებელი გამარჯვებით გაიკვლია გზა მომდევო ეტაპზე. 

უხვგოლიანი გამოდგა იბერია-მიმინოს დაპირისპირება. მაყურებელმა 9 გოლი იხილა, იბერიამ კი მეტოქე 6:3 დაამარცხა.

არისტოკრატების და უქიმერიონი 1960-ის დაპირისპირება 1:1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი არისტოკრატებმა 7:6 დაამარცხეს მეტოქე. 

კიდევ ერთი მატჩის ბედი გადაწყვიტა თერთმეტმეტრიანების სერიამ: კოლხეთი-პლატინიუმის დაპირისპირება 0:0 დასრულდა, პენალტებში კი კოლხეთმა 8:7 გაიმარჯვა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები