Thumbnail

'ლიგის ფავორიტები ვართ? თქვენ ალბათ ბაიერნი არ გინახავთ' - პეპი მატჩზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

მანჩესტერ სიტიმ ბუდაპეშტში 2:0 დაამარცხა გლადბახი და საპასუხო მატჩის წინ, რომელიც 16 მარტს ინგლისში უნდა გაიმართოს, აშკარა ფავორიტია. გოლები ბერნარდო სილვამ და გაბრიელ ჟეზუშმა გაიტანეს

ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტის მწვრთნელი): "მანჩესტერ სიტი ფავორიტია? მე ვნახე, როგორ მოუგო ბაიერნმა ლაციოს 4:1. ასე რომ, ასე არ ვფიქრობ. ძალიან რთულია ამ ვითარებაში ფეხბურთელები მუდმივად საუკეთესო ფორმაში და კონცენტრირებულნი იყვნენ. თუ ხალხს სურს, რომ ფავორიტებად შეგვრაცხონ. დაე, ასე იყოს, არ ვაპროტესტებთ. 

შემტევი ნახევარმცველები გვჭირდებოდა, რომ მეტოქის საჯარიმოში შეგვეტია და მათ ეს გააკეთეს. ბერნარდო სილვას ხანდახან უკეთ თამაში და მეტი რისკზე წასვლა მართებს ხოლმე, მაგრამ ის ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია. ის გუნდს განსაკუთრებულ პლუსს სძენს. საერთო ჯამში, დღეს კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლოს მეტოქემ შესანიშნავი შანსი მიიღო. მეტი გოლის გატანა გვმართებდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეკარესთან პირისპირ გავდიოდით". 

📺 ბორუსია მიონხენგლადბახი v მანჩესტერ სიტი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები