Thumbnail

ვირჯილ ვან დაიკი უკვე მოედანზე ვარჯიშობს - ლივერპულში ეს ახარებთ

  • მერსისაიდელთა მცველმა მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანზე პირველად ივარჯიშა
  • არის მოლოდინი, რომ 29 წლის ნიდერლანდელმა თამაში ამ სეზონშივე მოასწროს 

ლივერპულის მცველი ვირჯილ ვან დაიკი სერიოზული ტრავმის შემდეგ საწვრთნელ მოედანს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ 29 წლის ნიდერლანდელ ფეხბურთელს მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო, ფეხბურთისგან ჩამოშორება ხანგრძლივი დროით მოუხდა.

მერსისაიდული კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ვირჯილ ვან დაიკი, რომელიც აქამდე მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ახერხებდა დატვირთვას, ამიერიდან ინდივიდუალური პროგრამით უკვე მოედანზეც ვარჯიშობს. 

ნიდერლანდელმა მცველმა სერიოზული ტრავმა შარშან ოქტომბერში, ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში მიიღო, როდესაც ევერტონის მეკარე ჯორდან პიკფორდი შეეჯახა. ვირჯილს ოქტომბრის ბოლოს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა.

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ ფეხბურთელის ამ სეზონშივე სრულფასოვნად დაბრუნების შანსი მინიმალურია, თუმცა ის მაინც არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ვან დაიკი თამაშს აპრილამდე ნამდვილად ვერ შეძლებს.

ვირჯილისთვის მძიმე ტრავმის მიყენების მიუხედავად, პიკფორდი სასჯელს გადაურჩა

2020/21 წლების სეზონში ვირჯილ ვან დაიკმა ლივერპულის მაისურით 8 მატჩში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები