Thumbnail

ესპანეთთან უმაყურებლოდ - საქართველოს მთავრობის გეგმა შეზღუდვებთან დაკავშირებით

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა წარადგინა
  • სპორტულ შეჯიბრებებზე მაყურებლებს 1-ელი აპრილიდან დაუშვებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა, რომელიც სპორტულ კლუბებში საწვრთნელ პროცესსა და სპორტულ ღონისძებებსაც შეეხება.

გეგმის თანახმად, 15 მარტიდან, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით, სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას  განაახლებენ, ხოლო სპორტული კლუბები - ვარჯიშის პროცესს. 1-ელი აპრილიდან სპორტული კლუბები საქმიანობის სრულიად აღდგენას შეძლებენ, სპორტული შეჯიბრებების ჩატარება კი უყკვე მაყურებლის დასწრებითაც იქნება შესაძლებელი. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა

შეგახსენებთ, რომ 27 თებერვლიდან სტარტს ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი აიღებს. 2021 წლის ეროვნული ლიგის პირველ ტურს დინამო თბილისი-სამგურალის მატჩი გახსნის, რომელიც 18:00 სთ-ზე "დინამო არენაზე" დაიწყება. 

მარტში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაებმება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით გუნდი 25 მარტს სტუმრად შვედეთთან ითამაშებს, ჯგუფში პირველ საშინაო მატჩს კი 28 მარტს, ესპანეთთან გამართავს და საქართველოს მთავრობის გეგმის თანახმად, გულშემატკივრები მასზე დასწრებას ვერ შეძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები