Thumbnail

'ვიცი, ეს რადიკალური ნაბიჯია, მაგრამ აუცილებელი' - 6 ერის რეფორმის ახალი იდეა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ინგლისური გაზეთი Palatinate 6 ერის რეფორმაზე
  • ერთიანი ევროპული ტურნირი 2 წელიწადში ერთხელ?

უკვე თითქმის 30 მატჩია, რაც იტალიის სარაგბო ნაკრები ექვსი ერის პირველობაზე მარცხდება. ამან კი ევროპული მედია ტურნირის რეფორმაზე ხელახლა აალაპარაკა. ყველაფერი უელსის ნაკრების ექს-კაპიტანმა სემ უარბარტონმა წამოიწყო, რომელმაც BBC-ის პირდაპირ ეთერში მწვავე გამონათქვამებით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - "ყელში ამოვიდა!" (Enough is enough) განაცხადა მაშინ უორბარტონმა, დროა, 6 ერში პლეი ოფის სისტემა შემოვიღოთ და საქართველოს ნაკრებს შანსი მივცეთო...

8 ერი. ინგლისი v საქართველო

მას მერე დისკუსიაში ბევრი მორაგბე, მწვრთნელი და სარაგბო ექსპერტი ჩაერთო. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფორმების მომხრეა, თუმცა შემოთავაზებული ვარიანტები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია. დღეს დისკუსიაში ინგლისური გაზეთის, Palatinate-ის სარაგბო ექსპერტი რობერტ მორისი ჩაერთო. მას საკმაოდ ორიგინალური იდეა აქვს:

"სემს ორ რამეში არ ვეთანხმები - იტალიელების გაწირვა საჭირო არ არის და მეორეც, მან სათანადო გეგმა არ წარმოგვიდგინა, რეფორმა კი სიღრმისეულად გასახორციელებელია", - წერს მორისი. 

Palatinate 6 ერის რეფორმაზე

"ჩვენ გვსურს რაგბის განვითარება, რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში, განსაკუთრებით ევროპაში. ამიტომაც მხარს ვუჭერთ რეფორმებს. ყოველთვის იქნებიან სარაგბო პურისტები, რომელთაც არაფრის შეცვლა არ სურთ. მათი სურვილია, ყოველ წელს ტრადიციულად ერთი და იგივე გუნდების თამაშები ნახონ. მე კი მსურს, ამ ხალხმა თავიანთი მაღალი პედესტალიდან დაინახონ, რომ რაგბი გაცილებით უფრო სანახაობრივი და კარგია, როცა მრავალფეროვანია და მეტ რისკს შეიცავს. ასევე რთული იქნება, რაგბის კავშირები დავითანხმოთ, რომ ახალ სისტემას მხარი დაუჭირონ. მაგრამ სიახლეები არასდროს ყოფილა იოლი გასახორციელებელი. 

მე გთავაზობთ სრულ რეფორმას, რომელიც დღევანდელ ევროპულ რაგბის კალენდარს შეცვლის: იდეა მდგომარეობს იმაში, რომ 2-წლიანი ფორმატით ტურნირები სხვადასხვანაირად ჩატარდეს - ერთ წელს ყველაფერი რჩება ტრადიციულად - ექვსი ერი თამაშობს ყოველგვარი გავარდნის გარეშე და რაგბი ევროპის ჩემპიონატიც ჩვეულებრივად იმართება. მეორე წელს კი 12 ნაკრები ატარერს ერთიან ევროპულ ტურნირს ორი ჯგუფით. 6 ერის გუნდები ხვდებიან რაგბი ევროპის ტურნირის გუნდებს. სამართლიანობისთვის, წილისყრა მსოფლიო რაგბის რეიტინგით უნდა ჩატარდეს. ყოველი გუნდი ითამაშებს 5 მატჩს (როგორც ჩვეულებრივ წელს). ყოველ ჯგუფში სამ-სამი საუკეთესო ნაკრები მომავალი წლის 6 ერზე ითამაშებს, უარესი სამ-სამი კი - რაგბი ევროპის ჩემპიონატზე. ჩემი აზრით, ეს ტურნირს მეტ სილაღეს შესძენს და მეორე დონის ქვეყნებს განვითარების შესანიშნავი შანსი მიეცემათ. ვიცი, ეს რადიკალური ნაბიჯია და მეტი მოწინააღმდეგე ეყოლება, მაგრამ მჯერა, რომ ეს აუცილებელია საერთაშორისო რაგბის სიჯანსაღისა და მომავლისთვის". 

📋 მეტი ამ თემაზე

როგორც ხედავთ, მორისის გეგმა "ერთიანი ტურნირის" წელს არ ითვალისწინებს პლეი ოფის მატჩებს, გუნდები ჯგუფში 5-5 შეხვედრას ჩაატარებენ. ასე რომ, Palatinate-ის იდეა უახლოვდება ევროპის ჩემპიონატის გამართვას. ასეც იქნებოდა, თუკი ჯგუფების გამარჯვებულები ერთმანეთში ფინალს გამართავდნენ (მეორეადგილოსნები ერთმანეთში და ასე შემდეგ), როგორც ეს შემოდგომის ერთა თასზე იყო 8 ერის მონაწილეობით. 

კომენტარები

ბოლო ამბები