- გრეგუარ ბარერე 6:4, 6:4 ნიკოლოზ ბასილაშვილი
- ქართველმა ჩოგბურთელმა მე-2 სეტში ზედიზედ 5 გეიმი დათმო
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც გუშინ 29 წლის შესრულდა, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 323 970 ევრო) პირველივე წრეში დაემშვიდობა.
ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში მე-40 ადგილზეა, 113-ე პოზიციაზე მყოფ ფრანგ გრეგუარ ბარერეს გაეჯიბრა და საათსა და 17 წუთში 4:6, 4:6 დამარცხდა.
ნიკოლოზს 7 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა ჰქონდა და 4-დან 2 ბრეიკ-პოინტი გამოაცხადა, თავისი მოწოდება კი 4-ჯერ დათმო. საინტერესოა ისიც, რომ ქართველი ჩოგბურთელი მე-2 სეტში 4:1-ს იგებდა, თუმცა, შემდეგ ზედიზედ 5 გეიმი წააგო.
შეგახსენებთ, რომ უკვე წელიწადზე მეტია, ბასილაშვილი ცუდი ფორმაში იმყოფება და ეს, კლასიფიკაციაზეც აისახა, არადა, 2019 წლის მაისში ნიკა მსოფლიოს მე-16 ჩოგანი გახლდათ.
კომენტარები