Thumbnail
  • მონაწილეთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძეცაა
  • ბოლო ევროპირველობა 2019 წელს ბათუმში ჩატარდა

ცნობილი გახდა ის წინასწარი შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ძალოსანთა ნაკრები მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აპირებს. 

შეგახსენებთ, რომ ევროპირველობა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გახლავთ დაგეგმილი და ის უკვე რამდენჯერმე გადაიდო, ბოლო მონაცემებით კი, 3-11 აპრილს ჩატარდება. არსებული ინფორმაციით, მომავალ ტურნირზე 22 ქართველ ძალოსანს (18 კაცი+4 ქალი) ვიხილავთ.

ქალები: მარიამ მაისურაძე (55 კგ.), მარიამ მურღვლიანი (76 კგ.). ნათია გადელია (81 კგ.), ანასტასია გოტფრიდი (87 კგ.).

კაცები: გიორგი დოკვაძე (55 კგ.), რამინ შამილიშვილი, შოთა მიშველიძე (ორივე – 61 კგ.), გოგა ჩხეიძე, გოდერძი ბერდელიძე (ორივე – 67 კგ.), კახი ასანიძე (73 კგ.), გიორგი ლომთაძე, არჩილ მალაყმაძე (ორივე – 81 კგ.), რევაზ დავითაძე, ირაკლი გობეჯიშვილი (ორივე – 89 კგ.), ანტონ პლესნოი, ლომია თებიძე (ორივე – 96 კგ.), ირაკლი ჩხეიძე, ზაზა ლომთაძე (ორივე – 102 კგ.), აკაკი ტალახაძე (109 კგ.), ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე, გიორგი ჩხეიძე (ყველა – 109+ კგ.).

ცნობისთვის, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი ბოლოს 2019 წელს ბათუმში ჩატარდა, შარშან კი, შეჯიბრი კოვიდ-პანდემიამ ჩაშალა. გასულ ევროპირველობაზე ქართველმა ძალოსნებმა 1 ოქროს (ლაშა ტალახაძე), 2 ვერცხლისა (რევაზ დავითაძე, ირაკლი თურმანიძე) და 2 ბრინჯაოს (გოგა ჩხეიძე, ანტონ პლესნოი) მედალი მოიპოვეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები