Thumbnail

კოვიდ-აფეთქება სერია A-ს კლუბში - ტორინოს 8 ინფიცირებული ჰყავს!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ტორინოში დღეს 8 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
  • მომდევნო მატჩი შეიძლება არ ჩატარდეს

დღეს იტალიის სერია A-ს კლუბ ტორინოში კოვიდ-ტესტების 8 დადებითი პასუხი მიიღეს! ინფიცირებულებიდან 6 ფეხბურთელია, 2 კი პირველი გუნდის თანამშრომელთა შტაბის წევრი.

შესაბამისად, ტურინული კლუბის დღევანდელი ვარჯიში აღარ ჩატარდა და მთელმა გუნდმა კარანტინში გადაინაცვლა. ეს ინფორმაცია ტორინოში ოფიციალურად დაადასტურეს.

დიდი ალბათობით, არ შედგება და გადაიდება სერია A-ს მატჩი ტორინოსა და სასუოლოს შორის, რომელიც პარასკევსაა დაგეგმილი. ‘გაძეტა დელო სპორტის’ ინფორმაციით, ტურინელთა ფეხბურთელები წინა უქმეებზე, კალიარისთან გასვლითი მატჩის დროს დაინფიცირდნენ.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ერთ წელიწადში იტალიაში კოვიდ-19-მა 95 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები