Thumbnail

ატალანტა-რეალის მატჩის წინ პატივს 21 წლის ფეხბურთელის ხსოვნას მიაგებენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის პირველი მატჩი, რომელშიც ატალანტა მადრიდის რეალს უმასპინძლებს, წუთიერი დუმილით დაიწყება. ბერგამოს არენაზე პატივს ატალანტას ახალგაზრდული გუნდის ახლახან გარდაცვლილი ფეხბურთელის, ვილი ბრასიანო ტა ბის ხსოვნას მიაგებენ.

"უეფა მწუხარებას გამოთქვამს არიან ვილი ტა ბის გარდაცვალების გამო. ატალანტას და რეალის ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ნახევარმცველის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილი გამოცხადდება", - ნათქვამია უეფას განცხადებაში.

21 წლის კოტდივუარელი ფეხბურთელი, რომელიც ღვიძლის ონკოლოგიურ დაავადებას დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა, ახლახან გარდაიცვალა. 

"ღრმა მწუხარებით გაცნობებთ ვილი ბრასიანო ტა ბის უდროოდ გარდაცვალების შესახებ და ვიზიარებთ მისი ოჯახის მწუხარებას. 19-წლამდელთა შორის იტალიის ჩემპიონის ოცნება ძალიან ნაადრევად დაიმსხვრა… გემშვიდობებით, ვილი", - წერია ატალანტას ტვიტერზე.

ჩემპიონთა ლიგის პირველი ⅛-ფინალური მატჩი ატალანტასა და რეალს შორის ბერგამოში 24 თებერვალს, შუა ღამისას დაიწყება, საპასუხო დაპირისპირება კი 16 მარტს ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები