Thumbnail
  • '6 ერზე პლეი ოფის სისტემა უნდა შემოვიღოთ, რათა საქართველოს შანსი მიეცეს'
  • ნიკ მალეტი 'აძურის' 2007-11 წლებში ავარჯიშებდა და მათ შესაძლებლობებს კარგად იცნობს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს, რომელიც 6 ერში რაიმე ხერხით შესვლას არაერთი წელია ცდილობს, კიდევ ერთი მომხრე გამოუჩნდა. საინტერესოა, რომ ის ცნობილი ინგლისელი მწვრთნელი ნიკ მალეტია, რომელიც 2007-11 წლებში იტალიის ეროვნულ გუნდს ავარჯიშებდა. 64 წლის სპეციალისტი 2002-04 წლებში სამხრეთ აფრიკის დამრიგებელიც გახლდათ, ამას გარდა კი, ფრანგულ სტად ფრანსესა და “ბარბაროსებშიც” უმუშავია. აი, რა უთხრა მან Therugbypaper-ს:

“მე, როგორც იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ცხადია, ამ გუნდის ვარდნით დამწუხრებული ვარ, თუმცა, ისიც კარგად მესმის, რომ რაგბი იტალიაში მეორეხარისხოვანი სპორტია და ფეხბურთის გარდა, ავტოსპორტსაც კი ჩამორჩება. ვფიქრობ, რომ დადგა დრო 6 ერზე პლეი ოფის სისტემა შემოვიღოთ და მივცეთ შანსი საქართველოს, რომ ტურნირზე საკუთარი ძალები მოსინჯოს. ქართველები ვერ განვითარდებიან იმ ფონზე, როდესაც TOP-ნაკრებებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ ეთამაშებიან, დანარჩენ დროს კი ჭიდილი რუსეთთან, რუმინეთთანა და ესპანეთთან უწევთ. ჩვენ ვერასდროს გავხდით რაგბის მთელს მსოფლიოში პოპულარულს, თუკი სხვა ქვეყნებს განვითარების შანსს არ მივცემთ”.

📋 მეტი ამ თემაზე

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებს 6 ერის პირველობაზე 2015 წლის თებერვლის მერე არ მოუგია, “აძურიმ” ზედიზედ 29 მატჩი წააგო და მედიისა და ექსპერტების კრიტიკა დაიმსახურა. ტურნირის ფორმატის სახეცვლილებას უკვე ბევრი მომხრე ჰყავს ევროპაში, მედიაც დადებითად არის განწყობილი სიახლისადმი, თუმცა ტურნირის ორგანიზატორები უახლოეს მომავალში ცვლილებებს გამორიცხავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები