Thumbnail

ლამის დღე არ გავა, 21 წლის ქართველ კალათბურთელ სანდრო მამუკელაშვილს რაიმე ტიტული არ ერგოს. სეტონ ჰოლის ახალგაზრდა ფორვარდი ამჯერად ნიუ იორკის კალათბურთზე მწერალ ჟურნალისტთა ასოციაციამ გამოარჩია, რომელმაც “მამუ” მეტროპოლიაში კვირის საუკეთესო ვაჟ მოთამაშედ დაასახელა, ეს კი, ამ  სეზონში უკვე მეორედ მოხდა.

“კვირის განმავლობაში მამუკელაშვილის საშუალო მონაგარი 23.5 ქულა, 8.0 მოხსნა და 3.5 პასი იყო, სეტონ ჰოლმა თითო მოგება-წაგება მიითვალა, სანდრომ კი 2 მატჩის განმავლობაში თამაშიდან 37-დან 19 ტყორცნა (51.4%) გამოიყენა. მამუკელაშვილმა დეპოლთან შინ მოგებულ შეხვედრაში 25 ქულა (13 მე-2 ტაიმში) ჩააგდო და 11 მოხსნა და 4 პასიც მითვალა. ეს, მისთვის სეზონში მე-4 ორმაგი დუბლი იყო.

სეტონ ჰოლმა ჯორჯთაუნმა კი წააგო, თუმცა, სანდრო 22 ქულით ამჯერადაც გამორჩეული იყო. საინტერესოა, რომ ის კონფერენცია საშუალო 18.1 ქულით მე-2 ადგილზეა იმყოფება და იმ 2 კალათბურთელს შორისაა, რომლებიც როგორც ქულების, ასევე მოხსნებისა და პასების მხრივ კონფერენციის საუკეთესო 15 მოთამაშეს შორის არიან”, - ვკითხულობთ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.

სანდრო მამუკელაშვილი Big East-ის კონფერენციის სეზონის საუკეთესო მოთამაშეობის კანდიდატია, ის ასევე იბრძვის კარლ მელოუნის პრიზისთვის, რომელიც NCAA-ს საუკეთესო მძიმე ფორვარდს გადაეცემა და რაც ყველაზე მთავარია, ქართველი იმ 30 კანდიდატს შორისაა, რომელთაგანაც ერთს კოლეჯთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელებენ და ნეისმიტის ტროფეის გადასცემენ. სანდროს გუნდს მომდევნო მატჩი ხვალ დილით ბატლერთან ელის.

📺 მამუკელაშვილი დეპოლთან

კომენტარები

ბოლო ამბები