Thumbnail

'საპასუხო მატჩიც მძიმე იქნება' - სიმეონეს თქმით, ატლეტიკო ძალებს ახლა იკრებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ლონდონის ჩელსიმ ბუქარესტში მადრიდის ატლეტიკო ოლივიე ჟირუს გოლის წყალობით დაამარცხა - 1:0. საპასუხო მატჩი ლონდონში 17 მარტს უნდა გაიმართოს.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკოს მწვრთნელი): "ძალიან რთული მატჩი იყო, გოლების გატანის მინიმალური შანსებით. შემიძლია დავადასტურო, რომ ეს იყო თანაბარი თამაში. დაცვაში ძალიან კარგად ვთამაშობდით. 
მეორე ტაიმიც თანაბარი იყო, ახლა ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება, რომელიც ასევე მძიმე და რთული იქნება. კოვიდის გამო, რამდენიმე ფეხბურთელი არცთუ დიდი ხნის წინ დაგვიბრუნდა, უნდა გავაგრძელოთ შრომა. მეორე მატჩამდე ბევრი თამაშია - დღეს მეტოქეზე ზეწოლა მეტი იყო საჭირო, მათ ხომ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. ახლა საჭიროა, შრომა, შრომა და შრომა".  

დღეს ჟირუს დღე იყო

თომას ტუხელი (ჩელსის მწვრთნელი): "დღეს სუპერბედნიერი ვარ. მაგრად ვითამაშეთ და 96 წუთი კონცენტრირებულები ვიყავით თამაშზე. მომენტის შექმნა ძალიან რთული იყო, მაგრამ გუნდის მონდომებით ვამაყობ. დღეს ჟირუს დღე იყო. გამიკვირდა მისგან ასეთი გოლი? არა, ჟირუ ფიზიკურად და მენტალურად ძალიან მაგარი ფეხბურთელია. მისმა გოლმა ყველა გაგვაბედნიერა".

📺 ატლეტიკო v ჩელსი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები