- ატლეტიკო 0:1 ჩელსი
- საპასუხო მატჩი 17 მარტს გაიმართება
- 'საპასუხო მატჩიც მძიმე იქნება' - სიმეონეს თქმით, ატლეტიკო ძალებს ახლა იკრებს
ბუქარესტის "არენა ნაციონალაზე" ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური მატჩი გაიმართა მადრიდის ატლეტიკოსა და ლონდონის ჩელსის შორის. ფრანგი ოლივიე ჟირუს სუპერგოლით ჩელსიმ მინიმალური სხვაობით მოიგო - 1:0. საპასუხო მატჩი 17 მარტს გაიმართება.
მოსაწყენი ტაიმის შემდეგ გოლი 71-ე წუთზე გავიდა - ოლივიე ჟირუმ აკრობატულ ნახტომში გაუტანა ობლაკს, თუმცა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმებს და გოლი ფელიქს ბრიხმა მხოლოდ ამის შემდეგ ჩათვალა. საპასუხო მატჩის წინ უკვე თომას ტუხელის გუნდია ფავორიტი, გერმანელმა სპეციალისტმა დიეგო სიმეონეს პირველი დუელი მოუგო.
📺 ატლეტიკო v ჩელსი [მიმოხილვა]
ატლეტიკო 0:1 ჩელსი
გოლი: 0:1 ჟირუ (71)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - მ. ლორენტე, სავიჩი, ფელიპე, ერმოსო (84. ვიტოლო) - კორეა (82. დემბელე), კოკე, საული (82. ტორეირა), ლემარი - ჟოაო ფელიქსი (82. ლოდი), სუარესი
ჩელსი (3-4-2-1): მენდი - ასპილიკუეტა, კრისტიანსენი, რიუდიგერი - ჰადსონ-ოდოი (80. ჯეიმსი), ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (74. ზიეში), ალონსო - მაუნტი (74. კანტე), ვერნერი (87. პულიშიჩი) - ჟირუ (87. ჰავერტცი)
კომენტარები