Thumbnail

ტაიგერ ვუდსი ავტოავარიაში მოჰყვა - გოლფის ლეგენდა ჰოსპიტალშია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ტაიგერ ვუდსმა ფეხის მრავლობითი დაზიანება მიიღო
  • გოლფის 45 წლის ლეგენდა საავადმყოფოშია

გოლფის ლეგენდარული მოთამაშე ტაიგერ ვუდსი კალიფორნიაში სერიოზულ ავტოავარიაში მოჰყვა. 45 წლის ამერიკელი მანქანაში მარტო იმყოფებოდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ლოს ანჯელესის პოლიციის განცხადებიდან ირკვევა, რომ ავარიის მიზეზი სხვა ავტომობილი არ გამხდარა.

ვუდსი სერიოზულად დაზიანებული მანქანიდან მეხანძრეებმა ამოიყვანეს, შემდეგ კი ექიმებმა სასწრაფო დახმარების მანქანით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

"ტაიგერ ვუდსი კალიფორნიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა და მან ფეხის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ის საოპერაციოშია. მადლობას გიხდით კონფიდენციალურობისა და მხარდაჭერისთვის", - თქვა ტაიგერის მენეჯერმა მარკ სტეინბერგმა

კომენტარები

ბოლო ამბები