Thumbnail

'მცველებისთვის თავის ტკივილი იყო' - ნიკა სიჭინავა ტურის სიმბოლურში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ნიკა სიჭინავა ტურის სიმბოლურში სეზონში მეორედ მოხვდა
  • 26 წლის ფორვარდს ამ სეზონში 4 გოლი აქვს გატანილი

უკრაინის პრემიერლიგის მე-15 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ინჰულეცის ქართველი თავდამსხმელი ნიკა სიჭინავა მოხვდა. გამოცემა Football.ua-ს ვერსიით, 26 წლის შემტევი საუკეთესო 11 ფეხბურთელში აღმოჩნდა. სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ.

სიჭინავამ გასულ ტურში პოლტავას ვორსკლასთან, რომლის ღირსებას გიორგი წიტაიშვილი იცავს, შესანიშნავად ითამაშა - პირველ ტაიმში პენალტი მოიპოვა, მეორე ნახევარში კი გოლიც გაიტანა, თუმცა მისი გუნდი მხოლოდ ქულას დასჯერდა (2:2).

"ნიკა სიჭინავა ნამდვილი თავის ტკივილი იყო ვორსკლას მცველებისთვის. სკლიარს დროც არ ჰქონდა და ინჰულეცის ფორვარდს ფეხებში ჩაარტყა, რის შედეგადაც პენალტი დაინიშნ. შემდეგ იავორსკიმ ვერ შეძლო ფეხზე დადგომა, როდესაც სიჭინავამ რამდენიმე მოძარობა გააკეთა. შედეგად - მოპოვებული პენალტი და გოლი. თუმცა, მართალია, რომ ეს მისი გუნდის გამარჯვებისთვის საკმარისი მაინც არ გამოდგა", - წერს უკრაინული გამოცემა.

📺 ნიკა სიჭინავას გოლი ვორსკლასთან

 

შეგახსენებთ, რომ ნიკა სიჭინავა გასულ სეზონშიც ინჰულეცის ღირსებას იცავდა და უკრაინის პირველი ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მიმდინარე სეზონში კი, პრემიერლიგაში 13 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი. რაც შეეხება ინჰულეცს, 15 ტურში 12 ქულა მოიპოვა (1 მოგება, 9 ფრე, 5 წაგება) და 14-გუდნიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები