- გენკი 1:2 სერენი
- 'ბიჭი ფეხბურთით ცხოვრობს, მას ვერ ვაჩერებთ'
საქართველოს ნაკრების პოტენციურმა ახალწვეულმა ჟორჟ მიქაუტაძემ ბელგიაში თავი გოლით გამოიჩინა. მიქაუტაძის სერენმა გენკს ამხანაგურ მატჩში 2:1 მოუგო. გოლები მუსა გიემ და მიქაუტაძემ გაიტანეს.
სერენი ბელგიის პროქსიმუს ლიგაში მე-2 ადგილზეა და ლიერსთან მატჩისთვის (28 თებერვალს) ემზადება. ჟორჟს 16 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზეა. წლეულს მან მხოლოდ ორი ოფიციალური მატჩი გამართა, რაც დისკვალიფიკაციით და თამაშის გადადებით იყო გამოწვეული, გოლი არ გაუტანია, თუმცა იანვარში მან ასევე ამხანაგურ მატჩში ლოკერენს გაუტანა.
კომენტარები