Thumbnail

დიდი დაბრუნება - პაუ გასოლი ბარსელონას ღირსებას დაიცავს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 40 წლის პაუ გასოლი ბარსელონას ღირსებას დაიცავს
  • ესპანელი კალათბურთელი გუნდში სეზონის ბოლომდე ითამაშებს

ბარსელონას საკალათბურთო გუნდმა ოფიციალურ გვერდზე ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მათ რიგებს პაუ გასოლი შეუერთდა. პაუმ კარიერა სწორედ ბარსელონაში დაიწყო და 2001 წელს NBA-ში მემფის გრიზლის მაისური მოირგო.

გასოლმა ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში 19 წელი ითამაშა, რა დროშიც 5 გუნდში თამაში მოასწრო: მემფისი, ლეიკერსი, ჩიკაგო, სან ანტონიო და მილუოკი. პაუ ლეიკერსთან ერთად NBA-ს ჩემპიონი 2-ჯერ გახდა, ხოლო 6-ჯერ ყველა ვარსკვლავის მატჩში მიიღო მონაწილეობა.

''ძალიან ბედნიერი ვარ სახლში დაბრუნებით. იმედი მაქვს, რომ გუნდს მალე შევუერთდები. მსურს, რომ ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით ბარსელონას დავეხმარო'', - განცხადა პაუმ ბარსელონას ვებგვერდთან.

გასოლის დამატებით ბარსელონამ სერიოზული ძალა შეიძინა და ევროლიგის მთავარ ფავორიტადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ. კატალონიური გუნდი ლიგა ენდესაში მე-2 ადგილზეა, ხოლო ევროლიგის რეგულარულ სეზონში პირველ ადგილს იკავებს.

🔥 @paugasol is back! 😍 Pau Gasol torna al Barça fins a final de temporada 🙌 Pau jugará en el Barça hasta final de temporada 🔵🔴 #ForçaBarça!

Posted by FC Barcelona Basket on Tuesday, February 23, 2021

 

კომენტარები

ბოლო ამბები