Thumbnail
  • 📅 24 თებერვალი | ⌚ 23:55 | ⚽ ატალანტა V რეალი
  • ზიდანის გუნდი ბერგამოში წამყვანი ფეხბურთელების გარეშე ჩადის
  • ბერგამოელები ჩემპიონთა ლიგაში სულ მეორე სეზონს ატარებენ  
  • 'შანსი მადრიდშიც უნდა გვქონდეს' - რას აპირებს ატალანტა რეალთან
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გამოუცდელ ატალანტას ბერგამოში სტუმრობს. ქაღალდზე ყველაფერი ერთმნიშვნელოვანია - იტალიური კლუბი სულ მეორე სეზონს ატარებს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, მის მეტოქეს კი ის სულაც 13-ჯერ აქვს მოგებული.

მაგრამ ატალანტას სჩვევია მასზე გაცილებით სახელოვანი მეტოქეების გამწარება. ჯგუფურ ეტაპზე გასპერინის გუნდმა სტუმრად თვით ლივერპულს მოუგო (2:0), წინა გათამაშების პლეი ოფში კი ვალენსია გააგდო და სადებიუტო სეზონშივე ¼-ფინალი ითამაშა. 

ატალანტა

დიახ, ბერგამოელები ისტორიაში მეორედ თამაშობენ ჩემპიონთა ლიგაში და ორივე ჯერზე გუნდმა მოახერხა პლეი ოფში გასვლა. წინა გათამაშების ¼-ფინალში იტალიელები პსჟ-სთან დამარცხდნენ - მომავალ ფინალისტებთან. 

სერია A-ს ბოლო ტურში ატალანტამ ნაპოლი გასვლაზე დაამარცხა (4:2) და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფს მშვენიერი განწყობით ხვდება - გუნდს თითქმის ერთთვიანი წაუგებელი პერიოდი, ჩემპიონატის ცხრილის ოთხეულში ადგილი და პრაქტიკულად ცარიელი ლაზარეთი აქვს.

ჯანპიერო გასპერინის მხოლოდ ჰოლანდიელი მცველი ჰანს ჰატებური აკლია. მიკროტრავმა ჰქონდა იოსიპ ილიჩიჩს, რომელმაც სერია A-ს ბოლო ტური გამოტოვა, თუმცა თავად მწვრთნელის თქმით, სლოვენიელი რეალთან მატჩისთვის მწყობრში იქნება და ალბათ, სასტარტო შემადგენლობაშიც ვიხილავთ.

დუვან საპატა 3 გოლით ლიგაზე ბერგამოელთა საუკეთესო ბომბარდირია

რეალი 

ზინედინ ზიდანის გუნდი მოულოდნელად დაუბრუნდა ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას. მთავარი კონკურენტის - ატლეტიკოს წაფორხილებისა და მოგებათა 4-მატჩიანი სერიის წყალობით, რეალის ჩამორჩენა ლიდერთან ისეთი დიდი აღარ ჩანს, როგორიც ადრე იყო - სულ 3 ქულა, ოღონდ ატლეტიკოს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სასიამოვნოდ გაოცებას რეალის დაცვის საიმედოობაც იწვევს, განსაკუთრებით საკადრო პრობლემების ფონზე. მარსელო, ოდრიოსოლა, მილტიაო, კარვახალი და მთავარი - გუნდის კაპიტანი სერხიო რემოსი ლაზარეთში არიან და გუნდმა ბოლო სამ მატჩში გოლიც არ გაუშვა.

ზიდანს სირთულეები სხვა რგოლებშიც აქვს. ბერგამოში ნამდვილად ვერ ითამაშებენ: აზარი, როდრიგო და ვალვერდე, თუმცა მთავარი დანაკლისი უდაოდ გუნდის მთავარი ბომბარდირი ქარიმ ბენზემაა, რომელმაც ჩემპიონატში ბოლო თამაშიც გამოტოვა. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პლეი ოფის პირველი მატჩის წინ ფავორიტის დასახელება საკმაოდ რთულია. ერთ მხარეს საკმაოდ სიმპათიური ატალანტაა, რომელსაც გასულ სეზონში სულ ცოტა დააკლდა ჩემპიონთა ლიგის ½-ფინალამდე და მას შემდეგ რეგრესი ნამდვილად არ ჰქონია, მეორე მხარეს კი ის რეალია, რომელიც არცთუ შთამბეჭდევად გამოიყურება და თანაც, არაერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლია. 

მაგრამ ზიდანის გუნდს ნამდვილად აქვს ის, რაც არ აქვს ატალანტას - არანორმალური გამოცდილება, რაც ჩემპიონთა ლიგაში ძალიან, ძალიან ბევრს ნიშნავს.

ლა ლიგის ბოლო ტურში რეალს სტუმრად ვალიადოლიდთან კაზემირომ მოაგებინა - 1:0

საინტერესო ფაქტები

⚽ ატალანტას ლიგის წინა გათამაშების ⅛-ფინალშიც ესპანური გუნდი შეხვდა - ვალენსიას ორივე მატჩი მოუგო (4:1, 4:3). 

⚽ ჩემპიონთა ლიგაში ბერგამოს ატალანტას ბოლო სამ შეხვედრაში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ გასპერინის გუნდმა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვება ვერცერთ საშინაო მატჩში შეძლო - 2 ფრე, 1 მარცხი.

⚽ ჩემპიონთა ლიგაში ატალანტას ბოლო 7 საშინაო შეხვედრიდან 5-ში გოლის გატანა ორივე გუნდმა მოახერხა.

⚽ ატალანტამ ყველა ტურნირში ჩატარებულ ბოლო 5 საშინაო მატჩში გოლი გაუშვა და მათგან ოთხში 1,5-ზე მეტი.  

⚽ ჯანპიერო გასპერინის გუნდი ყველა ტურნირის ბოლო 20 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

⚽ მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი გათამაშება ⅛-ფინალის სტადიაზე დაასრულა. 

⚽ ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის რეალის ბოლო 3 შეხვედრაში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

⚽ ზინედინ ზიდანის გუნდმა ამ ტურნირის ბოლო 6 მატჩიდან 5-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

⚽ მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული ბოლო 4 შეხვედრიდან 3 მოიგეს, ერთი კი დათმეს. 

⚽ ჩემპიონთა ლიგაში რეალის სტუმრად გამართული ბოლო 6 მატჩიდან 5-ში შესვენებამდე 2-ზე ნაკლები გოლი გავიდა.  

⚽ მადრიდის რეალმა ყველა ტურნირის ბოლო სამი შეხვედრა ისე მოიგო, არცერთი გოლი გაუშვა.

სავარაუდო შემადგენლობები

ატალანტა (3-4-2-1): გოლინი - ტოლოი, რომერო, ჯიმშიტი - მელე, დე რონი, ფროილერი, გოსენსი - პესინა, ილიჩიჩი - საპატა.
ტრავმა: ჰატებური.
რეალი (4-3-3): კურტუა - ვასკესი, ვარანი, ნაჩო, მენდი - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ასენსიო, დიასი, ვინისიუსი.  
ტრავმა: ბენზემა, რამოსი, კარვახალი, როდრიგო, მილიტაო, აზარი, მარსელო, ვალვერდე, ოდრიოსოლა.

კომენტარები

ბოლო ამბები