Thumbnail

'გერმანელები საშიშები არიან' - გვარდიოლა სიურპრიზს არ ელოდება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ინგლისური მანჩესტერ სიტი, რომელიც თავისი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე ტურნირის მთავარ ფავორიტად მიიჩნევა, გლადბახს ხვდება. მატჩის წინ ინგლისელთა ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა. პეპის თქმით, გერმანული გუნდები ყოველთვის საშიშები არიან.

"ნათან აკეს გარდა სათამაშოდ ყველა მზადაა. მიონხენგლაბახის ბორუსია შესანიშნავია დაცვაში მოკლე პასებით თამაშში, სწრაფად გადადიან შეტევაზე და ფეხბურთელები ძალიან სწრაფად მოქმედებენ. თუმცა, ყურადღება ჩვენს ქმედებებზე უნდა გავამახვილოთ. გერმანული გუნდები ყოველთვის ძალიან საშიშები არიან. გლადბახის ფეხბურთელებმა ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ, განსხვავებულს არაფერს ველოდები", - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტის საოცარ ფორმაშია და ყველა ტურნირის ჩათვლით 25-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ბოლო 18 თამაში კი საერთოდაც მოიგო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები