Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების გამთამაშებლის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
  • მურსიას ექიმი: სასიხარულოა, რომ მას ოპერაცია არ დასჭირდება

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი მოთამაშის, კონერ ფრენკამპის ტრავმა, რომელიც მან ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩშივე მიიღო, მძიმე აღმოჩნდა. სერბეთთან მატჩის მე-3 მეოთხედში დაშავებული მცველი 2 თვეს გამოტოვებს. 

თავიდან საქართველოს ნაკრების შტაბში ვარაუდობდნენ, რომ კონერ ფრენკამპი 2-3 კვირას გამოტოვებდა, მაგრამ კალათბურთელი ესპანეთში დაბრუნდა და ექიმების დიაგნოზი უფრო მკაცრი აღმოჩნდა. ფრენკამპის კლუბმა, მურსიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მას 8 კვირით მოუწევს იძულებითი დასვენება. სხვათა შორის, "მარკამ" ფრენკამპის ტრავმის სიახლე ასეთი სათაურით დაბეჭდა: "ქართული პასპორტი ძვირად დაუჯდა ფრენკამპს". 


კარგი ის არის, რომ მურსიას ექიმისი, ხუან ხოსე მარტინეს ნავარომ განაცხადა, რომ კონერს ოპერაცია არ დასჭირდება.

კონერ ფრენკამპი ACB ლიგაში საშუალოდ 16.9 ქულას აგდებდა, რაც ესპანეთის ჩემპიონატში მესამე შედეგია. შეგახსენებთ, რომ სერბეთთან მატჩში ფრენკამპმა 10 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, სანამ მუხლს დაიზიანებდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები