Thumbnail

რამაზ უკლება ნარდში საერთაშორისო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა

  • საერთაშორისო ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა
  • ყველაფერი პროექტ "პასუხისმგებლიანი თამაშის" შესახებ - responsible.ge

21 თებერვალს დასრულდა ნარდში საერთაშორისო ტურნირი, რომელიც მსოფლიო ნარდის ფედერაციისა და თურქეთის ნარდის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

ტურნირში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. 9 მატჩში მოპოვებული 7 გამარჯვებით ქართველმა ნარდის ოსტატმა რამაზ უკლებამ საპატიო მე-2 ადგილი დაიკავა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა. პირველ ადგილზე თურქეთის წარმომადგენელი ზაფერ ონდერი გავიდა.

ევროპაბეთსა და სპორტული ნარდის ფედერაციას შორის გაფორმებული მემორანდუმი, პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" ნაწილია. კომპანია სპორტის ამ სახეობას მხარს აქტიურად უჭერს და მის განვითარებაში საკუთარ წვლილს შეაქვს. სხვა მიმდინარე და უკვე დასრულებული პროექტების შესახებ სრულ ინფორმაციას შეგიძლიათ responsible.ge-ზე გაეცნოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები