Thumbnail

PMCO | საქართველოს ფინალში Clan 13 და Team Onyx წარადგენენ

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ

პოპულარული ონლაინ-მულტიფლეიერის PUBG mobile-ის რეგიონული ტურნირის, PUBG MOBILE CLUB OPEN-ის ყველა ფინალისტი უკვე ცნობილია. მათ შორის ორი ქართული გუნდი - Clan 13 და TEAM ONYX მოხვდა. შეგახსენებთ, რომ PMCO პროფესიონალურ PUBG-ში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონატია და იგი ორ ნაწილად: გლობალურ და რეგიონულ ტურნირებად იყოფა. გლობალურ დონეზე სულ 16 გუნდი გადის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. გლობალური საპრიზო ფონდი 1 642 000 დოლარს შეადგენს, რომელიც სხვადასხვა რეგიონებზე ნაწილდება. 

TEAM ONYX-ის სახელით, PMCO-ზე სანდრო MASTER ხვედელიძე, ლუკა N9NE ჯაფარიძე, ალთუნ FRAJOK ალიევი და ირაკლი LACERFAA ბუცურეიშვილი ითამაშებენ. 

"ჩვენი მიზანი პირველი ადგილი და რეგიონალური ჩემპიონის ტიტულია" - აცხადებს პოპსპორტთან საუბარში TEAM ONYX-ის ლიდერი საბა კოპლატაძე, - "ყველა გუნდს კონკურენტად მივიჩნევთ. რადგან აქამდე მოსვლა შეძლეს, ესე იგი ძლიერ წინააღმდეგობასაც გაგვიწევენ. აქვე მსურს, შემთხვევით ვისარგებლო და წარმატება ვუსურვო კიდევ ერთ ქართულ გუნდს - Clan 13-ს. ამ ტურნირზე ყველას უნდა დავამახსოვროთ ქართული დროშები!"

ფინალისტების რეიტინგი შესარჩევი ეტაპის შემდეგ

Team Onyx 2019 წლის ივლისში შეიქმნა და მათი ძირითადი შემადგენლობა მას შემდეგ უცვლელი რჩება. პირველი მიღწევა RedBull M.E.O Georgia-ზე გამარჯვება იყო. გუნდმა ასევე შეძლო PMCO FALL SPLIT 2019-ისა და CIS Challenger-ს საკვალიფიკაციო ეტაპების წარმატებით გავლა. მათი ბოლო და ჯერჯერობით ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება PMCO SPRING SPLIT 2021-ის ფინალისტობაა. რაც მთავარია, გუნდმა ეს ყველაფერი დამოუკიდებლად, ყოველგვარი დაფინანსების გარეშე შეძლო.

"ტურნირების სათამაშოდ მოვაწყვეთ ჩვენი სივრცე, სადაც მნიშვნელოვან თამაშებზე ვიკრიბებით," - აღნიშნავს საბა კოპლატაძე, - "ყველა ხარჯს დამოუკიდებლად ვფარავთ, სიმბოლური დახმარებაც კი არ გვქონია არავისგან. ამ ინტერვიუსაც გამოვიყენებ და იმ ონიქსელებს გადავიხდი დიდ მადლობას, ვინც ამ ყველაფრის უზრუნველყოფაში მეხმარება."

შეგახსენებთ, რომ PUBG MOBILE CLUB OPEN-ის ფინალური მატჩები 25-დან 28 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. ფინალში სულ 16 გუნდი მონაწილეობს და ისინი დღეში 4 მატჩს გამართავენ, გამარჯვებული კი თითოეულ დღეს მოპოვებული ქულების საერთო რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება. მატჩები თბილისის დროით საღამოს 7 საათზე დაიწყება. 
 

კომენტარები

ბოლო ამბები