Thumbnail
  • ტაშკენტის გრან პრიზე 11 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
  • ნაკრების მწვრთნელმა შანსი საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორებსაც მისცა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა განაცხადი გააკეთა 5-7 მარტს დაგეგმილი გრანდ სლემისთვის, რომელსაც უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი უმასპინძლებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მომავალ ტურნირზე 76 ქვეყნის 532 ძიუდოისტია დარეგისტრირებული, რომელთაგან 11 ქართველია: 8 კაცი და 3 ქალი.

კაცები: ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ.), ფრიდონ გიგანი (73 კგ.), გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ.), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (ორივე – 90 კგ.), გიორგი ჩიქოვანი (100 კგ.), ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი (ორივე +100 კგ.).

ქალები: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, (52 კგ.), მარიამ ჭანტურია (70 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა თელ ავივში გამართულ გრანდ სლემზე 8 მედალი მოიპოვეს - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.

სულ ისრაელში 16 ძიუდოისტი გაემგზავრა და ნაკრების ნახევარი სამშობლოში მედლებით დაბრუნდა. ვაჟთა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო საერთო ჩათვლაში საქართველო მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ საფრანგეთს ჩამორჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები